მიმდინარე წელს ხვიჩა კვარაცხელია მსოფლიო ფეხბურთის აღმოჩენა გახდა და მისი წარმატების კიდევ ერთი აღიარება Globe Soccer Awards-ის მიხედვით წლის საუკეთესო ფეხბურთელის პრიზის 30 პრეტენდენტის სიაში მოხვედა გახდა. ეს არის ევროპის საფეხბურთო კლუბების ასოციაციის პრიზი. მას 2024 წლის 19 იანვარს გადასცემენ.
ნანატრი წოდების სხვა პრეტენდენტებს შორის არიან “მანჩესტერ სიტის”, “ინტერის”, “რეალის”, “ატლეტიკოს”, “ბარსელონას”, “ბავარიას”, “პსჟ”-ს, “არსენალის”, “ლივერპულის”, “მანჩესტერ იუნაიტედისა” და სხვა კლუბების საუკეთესო მოთამაშეები.
საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი ხვიჩა კვარაცხელია თანაგუნდელ ვიქტორ ოსიმჰენთან ერთად ამ სიაში იტალიურ “ნაპოლის” წარადგენს.
კომენტარის დატოვება