ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მესამე ტურის მატჩში იტალიის „ნაპოლისა“ და ბერლინის „უნიონის“ შორის ხვიჩა კვარაცხელია საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს. ქართველმა ნახევარმცველმა მატჩის 65-ე წუთზე ჯაკომო რასპადორს ზუსტი პასი გაუკეთა, რომელმაც გოლი გაიტანა და „ნაპოლის“ გამარჯვება ანგარიშით 1:0 მოუტანა.
კვარაცხელიამ საფეხბურთო პორტალებისგანაც უმაღლესი შეფასება მიიღო: 8,1 ქულა Whoscored-იდან და Flashscore-დან და 7,8 ქულა Sofascore-დან.
მომდევნო ტური 8 ნოემბერს გაიმართება, რომლის ფარგლებშიც გუნდები ნეაპოლში ითამაშებენ. ახლა „ნაპოლი“ ექვსი ქულით სამი მატჩის შემდეგ C ჯგუფში მეორე ადგილზეა.
კომენტარის დატოვება