ვალუტის ოფიციალური კურსი
USD2.700.00%
EUR2.940.00%

Legend Series დაიწყო

12 მარტი, 2024

წინა კვირას ბათუმის Adjarabet Arenaზე გაიმართა მილანის ინტერის ლეგენდარული ფეხბურთელების და საქართველოს ნაკრების ნანატრი მატჩი და სტუმრების გამარჯვებით ანგარიშით 2:0 დასრულდა. აღნიშნულია, რომ რამდენიმე კლუბთან უკვე მიმდინარეობს მოლაპარაკებები Legend Seriesის სერიის მომდევნო თამაშის ჩატარების თაობაზე.

სტუმართა გუნდისთვის ორივე გოლი Legend Series-ის ახალი სერიის პირველ შეხვედრაში პორტუგალიელმა ლუიშ ფიგუმ – მსოფლიო ფეხბურთისა და მილანის “ინტერის” ლეგენდამ – გაიტანა.

საქართველოს ნაკრების ვარსკვლავთა გუნდში გოლის გატანა დავით სირაძეს შეეძლო, მაგრამ დარტყმა არ ჩაითვალა.

მიუხედავად ძლიერი წვიმისა, რომელიც მთელი თამაშის განმავლობაში გაგრძელდა, შეხვედრა მაყურებლებით სავსე ტრიბუნებითა და პრესის დიდი ყურადღებით გაიმართა. სერიის ორგანიზატორებმა უკვე დაიწყეს Legend Series-ის მომდევნო მატჩისთვის მზადება, რომელიც თბილისში გაიმართება.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

ამ საიტის გამოყენებით, თქვენ ეთანხმებით cookies-ის გამოყენების უფლებას.
© ყველა წესი დაცულია.