ამერიკის ფეხბურთის ჩემპიონატში საქართველოს ნაკრების შემტევი ნახევარმცველი საბა ლობჟანიძის დებიუტი შედგა. “ნეშვილთან” მატჩის მეორე ტაიმის შუაში გამოსულმა “ატლანტას” ნახევარმცველმა მოახერხა MLS-ში თავისი პირველი გოლის გატანა და უზრუნველყო გუნდის გამარჯვება ანგარიშით 4:0.
საბა ლობჟანიძის “ჰატაისპორიდან” “ატლანტა იუნაიტედის” კლუბში გადასვლის შესახებ 2 აგვისტოს გახდა ცნობილი.
ახლა ჩვენი მოთამაშის გუნდს 26 ტურში 41 ქულა აქვს, გუნდი პლეი-ოფის ზონაშია.
კომენტარის დატოვება