19 აგვისტოს მორწმუნეები აღნიშნავენ მაცხოვრის ფერისცვალებას – ერთ-ერთს 12 ყველაზე მნიშვნელოვანი მართლმადიდებლური დღესასწაულიდან.
ამ დღეს იხსენებენ იესო ქრისტეს ფერისცვალებას მოციქულთა წინაშე, რომელიც მოხდა თაბორის მთაზე ჯვარცმამდე 40 დღით ადრე. ამ მოვლენის შესახებ სამი სახარება მოგვითხრობს – მათესგან, მარკოზისა და ლუკასგან.
ამ დღესასწაულზე ქვეყნის ყველა ეკლესიაში საზეიმო ლიტურგია გაიმართება. მოსალოდნელია, რომ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II სამების საკათედრო ტაძარში წირვას აღავლენს. ღვთისმსახურების შემდეგ მრევლები შეძლებენ ხილის კურთხევას – ეს ტრადიცია ძველი აღთქმიდან მიდის. ღვთის მიმართ მადლიერების ნიშნად კურთხევისთვის ადამიანებს ტაძარში ყურძნის მტევნები და მარცვლეულობა მოაქვთ.
სადღესასწაულო წირვა არ აღევლინება მხოლოდ საქართველოში. ბევრ ქვეყანაში არის მაცხოვრის ფერისცვალებისთვის მიძღვნილი ტაძრები – უნგრეთში, გერმანიაში, საბერძნეთში, ყაზახეთში, მაგრამ ყველაზე მეტი ჩვენს ქვეყანასა და რუსეთშია.
რუსული ტრადიციით, მაცხოვრის ფერისცვალებას ასევე უწოდებენ მეორეს ან ვაშლის სპასს, რადგან მისი აღნიშვნა ამ ხილის მოსავლის პიკზე მოდის.
მოსკოვში მცხოვრები ჩვენი თანამემამულეები ასევე დაესწრებიან ლიტურგიას. წელს ისინი შეიკრიბებიან გრუზინებში, წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში, სადაც სადღესასწაულო წირვას მღვდელი მირონ კანთელაძე აღავლენს.
კომენტარის დატოვება