ვალუტის ოფიციალური კურსი
USD2.730.00%
EUR3.00+0.01%

საქართველოში პირველი ტენდერები გამოცხადდა საბავშვო ბაღების განახლებაზე

31 ივლისი, 2023

სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში მთელი ქვეყნის მასშტაბით საბავშვო ბაღების რეკონსტრუქციაზე ტენდერები გამოცხადდა, ავრცელებს ინფორმააციას საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი. პირველ ეტაპზე ტენდერები ქვემო ქართლის რეგიონში ხუთი საბავშვო ბაღის აღდგენით სამუშაოებზე გამოაცხადეს, რიცთვისაც ბიუჯეტიდან გამოყოფილი იქნება 100 მილიონი ლარი.

მთლიანობაში პროგრამაზე 1,3 მილიარდ ლარზე მეტი დაიხარჯება. პრემიერ-მინისტრის სიტყვებით, საუბარია 885 საბავშვო ბაღის მშენებლობა/აღდგენაზე. ასევე დაიწყო 500 სკოლის რეაბილიტაცია და მშენებლობა, ხოლო სკოლებში კომპიუტერული ლაბორატორიების აღჭურვისთვის 30 მილიონ ლარზე მეტი გამოიყო.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

ამ საიტის გამოყენებით, თქვენ ეთანხმებით cookies-ის გამოყენების უფლებას.
© ყველა წესი დაცულია.