ვალუტის ოფიციალური კურსი
USD2.700.00%
EUR2.940.00%

მიმდინარეობს რთველი-2023

10 სექტემბერი, 2023

ამ კვირაში ღვინის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ კახეთის რეგიონში რთველის მსვლელობისას უკვე მოხერხდა 16 ათას ტონაზე მეტი ყურძნის გადამუშავება. საუბარია 8 ათას ტონა “რქაწითელზე” და, დაახლოებით, 5 ათას ტონა “საფერავზე” და ასევე სხვა ჯიშებზე, რომლებსაც აქტიურად აბარებენ ღვინის ქარხნებში.

დღეისათვის თელავის საკოორდინაციო შტაბში უკვე დარეგისტრირებულია ღვინის 220 კომპანია. ისინი ყიდულობენ ფერმერებისგან როგორც წარმატებულ მოსავალს, ასევე უამინდობის გამო დაზიანებულ ყურძენს.

მოსალოდნელია, რომ ამ წელს ფერმერებს არ დარჩებათ არარეალიზებული პროდუქცია.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

ამ საიტის გამოყენებით, თქვენ ეთანხმებით cookies-ის გამოყენების უფლებას.
© ყველა წესი დაცულია.