ვალუტის ოფიციალური კურსი
USD2.700.00%
EUR2.940.00%

თბილისი ზარალს აფასებს

10 სექტემბერი, 2023

დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ისაუბრა ზარალის შესახებ, რომელიც აგვისტოს ბოლოს უამინდობით იქნა მიყენებული. 29 აგვისტოს თბილისში იყო უხვი ნალექები და, სპეციალისტების ანგარიშით, დაახლოებით, 300 მისამართზე ინფრასტრუქტურა დააზიანა. ასევე დაზიანდა გზები, მეტროპოლიტენი და თბილისის საერთაშორისო აეროპორტი.

ყველაზე მეტი ზარალი დაფიქსირდა დედაქალაქის გლდანის, ნაძალადევისა და საბურთალოს რაიონებში. ამ პერიოდში “ცხელ ხაზზე” შემოსულმა ზარებმა 600-ს გადააჭარბა.

აღნიშნულია, რომ ამჯერად ნალექის რაოდენობა 3 საათის განმავლობაში ორჯერ აღემატებოდა 2015 წლის 13 ივნისის ნალექებს 6 საათის განმავლობაში. იმ დღეს დამანგრეველი წყალდიდობა მოხდა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

ამ საიტის გამოყენებით, თქვენ ეთანხმებით cookies-ის გამოყენების უფლებას.
© ყველა წესი დაცულია.