ვალუტის ოფიციალური კურსი
USD2.740.00%
EUR2.97+0.04%

“მშვიდობის ხიდი” იხსნება ვიზიტორებისთვის

30 ივლისი, 2023

მერმა კახა კალაძემ თბილისის ცენტრში “მშვიდობის ხიდი”ს აღდგენითი სამუშაოების დასრულების შესახებ ქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. ხიდი დამთვალიერებლებისთვის 5 ივლისიდან დაიკეტა მტკვრის მარცხენა სანაპიროზე ხიდის საყრდენის დაზიანების შემდეგ აღდგენის აუცილებლობის გამო. მერის განცხადებით, მშვიდობის ხიდი დღეს უსაფრთხოა. ხიდზე ახალი განათების დამონტაჟებაზე მუშაობა გრძელდება.

სარემონტო სამუშაოების შედეგად მტკვრის მარცხენა სანაპიროზე მდებარე ხიდის დაზიანებული საყრდენი აღდგა. გარდა ამისა, ხიდზე რეაბილიტაცია ჩაუტარდა საკიდრებს, რისთვისაც დამონტაჟდა სპეციალური კონსტრუქციები, აღდგა დეფორმირებული საფეხურეები. რეაბილიტაციის პროცესი უცხოელი და ქართველი სპეციალისტების აქტიური ზედამხედველობით განხორციელდა. სარეაბილიტაციო სამუშაოების ჯამურმა ღირებულებამ 1,4 მლნ ლარი შეადგინა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

ამ საიტის გამოყენებით, თქვენ ეთანხმებით cookies-ის გამოყენების უფლებას.
© ყველა წესი დაცულია.