ვალუტის ოფიციალური კურსი
USD2.700.00%
EUR2.940.00%

საქართველოს ნაკრები მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებულ გუნდებს შორის მოხვდა

31 ივლისი, 2023

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული 34 ნაკრების სიაში მოხვდა, რომელიც ანალიტიკურმა ინტერნეტ-პორტალ Onefootball-მა შეადგინა. საქართველოს ნაკრების მოთამაშეთა ჯამური ღირებულება 151,7 მილიონი ევროა, მათ შორის საქართველოს ნაკრების ყველაზე ძვირადღირებული მოთამაშის, “ნაპოლის”  ნახევარმცველის ხვიჩა კვარაცხელიას ფასი საქართველოს ნაკრების ჯამური ღირებულების 56%-ს (85 მლნ ევროს) შეადგენს.

საქართველოს ნაკრებმა გაასწრო რეიტინგში სლოვაკეთს (151,48) და საბერძნეთს (150,80), ირლანდიას (147,15), უნგრეთს (127,65), ჩეხეთს (123,35), სლოვენიას (91,10).
მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებულ საფეხბურთო ნაკრებში შევიდა ინგლისი (1210), საფრანგეთი (1180), პორტუგალია (902,00), ბრაზილია (890), გერმანია (773), არგენტინა (681), ესპანეთი (660), ხორვატია (333), ავსტრია (314,6) და მაროკო (299,93).

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

ამ საიტის გამოყენებით, თქვენ ეთანხმებით cookies-ის გამოყენების უფლებას.
© ყველა წესი დაცულია.