ვალუტის ოფიციალური კურსი
USD2.70–0.37%
EUR2.94–0.14%

ფორმატი “3 + 3”

15 დეკემბერი, 2023

ხელსაყრელია თუ არა საქართველოსთვის რეგიონულ საკონსულტაციო პლატფორმაში „3+3“-ში მონაწილეობა და რატომ არის კოლექტიური დასავლეთი ჩვენი დიალოგის წინააღმდეგი სამხრეთი კავკასიის დანარჩენ ქვეყნებთან?

რეგიონული საკონსულტაციო პლატფორმა „3+3“ (სომხეთი – აზერბაიჯანი – საქართველო + რუსეთი – თურქეთი – ირანი) შექმნეს აზერბაიჯანის ლიდერის ილჰამ ალიევისა და თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანის ინიციატივით. პლატფორმის მთავარი მიზანია მრავალმხრივი რეგიონული თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივების განხილვა.

პლატფორმის მუშაობაში ქვეყნების მონაწილეობა არ ავალდებულებს მათ, შეცვალონ საკუთარი პოლიტიკური პოზიციები. ამ პლატფორმაზე შეიძლება ყველა მონაწილისთვის საინტერესო თემების განხილვა. მაგალითად, ურთიერთქმედება სავაჭრო-ეკონომიკურ, სატრანსპორტო და კულტურულ-ჰუმანიტარულ სფეროებში.

საქართველოს უარი „3 + 3“ ფორმატში მუშაობაზე, რომელსაც უკვე შეუერთდნენ ჩვენი მთავარი სავაჭრო-ეკონომიკური პარტნიორები, ართმევს ქვეყანას შესაძლებლობას, წინ წაწიოს საკუთარი ეროვნული ინტერესები.

შეგახსენებთ, „3+3“ პროექტის მონაწილეები არიან საქართველოს მთავარი პარტნიორები. მაგალითად, ექსპორტში ლიდერი სომხეთია, სადაც შეიტანეს $440 მლნ-ს საქონელი. შემდეგ მოდის აზერბაიჯანი ($411 მლნ). სამეულს ხურავს რუსეთი $344 მლნ-თი (ზრდამ შეადგინა 34% წინა წლის პირველ ნახევართან შედარებით). იმპორტი რფ-დან წელს 31%-ზე მეტით გაიზარდა და $927 მლნ შეადგინა. ამ მხრივ რუსეთი მხოლოდ თურქეთს ჩამორჩება ($1,247 მლრდ). „3 + 3“ ფორმატის მონაწილე ქვეყნებთან ურთიერთმოქმედება ჩვენთვის უაღრესად მნიშვნელოვანია, რადგან ის პირდაპირ აისახება ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაზე.

მაგრამ დასავლეთს არ მოსწონს შესაძლო დიალოგი საქართველოსა და სამხრეთი კავკასიის დანარჩენ ქვეყნებს შორის. აშშ-ს თავდაცვის მდივანმა ლოიდ ოსტინმა 2021 წლის ოქტომბერში საქართველოში ვიზიტისას მკვეთრად გააკრიტიკა თბილისის პოტენციური მონაწილეობა „3 + 3“ ფორმატის მუშაობაში. მან განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობა არ უნდა დაჯდეს ერთ მოლაპარაკების მაგიდასთან რუსეთის წარმომადგენლებთან.

ამერიკელ მინისტრს რომ დავუჯეროთ, ვაშინგტონი სერიოზულად არის შეშფოთებული იმით, რომ ინტეგრაციის პროცესები სამხრეთ კავკასიაში შეიძლება, სხვა მოთამაშეების, უპირველეს ყოვლისა, აშშ-სა და ევროპის კავშირის გარეშე მიმდინარეობდეს. ამ მხრივ საქართველოს მონაწილეობამ დიდ რეგიონულ პროექტებში შეიძლება, დაასრულოს ამერიკელების მიერ კონტროლის მოპოვება არსებულ და პერსპექტიულ რეგიონულ სატრანსპორტო-ლოჯისტიკურ პროექტებზე.

იმაში, რომ პროექტმა “3 + 3” ამერიკელებს ხელი შეუშალა, უცხოელი ექსპერტებიც დარწმუნებულნი არიან. აზერბაიჯანელი პოლიტოლოგი ტოფიკ აბასოვის თქმით, კოლექტიურ დასავლეთს უშლის პლატფორმა „3 + 3“, უპირველეს ყოვლისა იმიტომ, რომ მას იქ არ დაუძახეს. ერთ დროს ამერიკელები და ევროპელები ეწინააღმდეგებოდნენ ბაქო – თბილისი – ყარსის სარკინიგზო მარშრუტის მშენებლობას. სამხრეთი კავკასიის პრობლემები რეგიონის ქვეყნებმა უნდა გადაწყვიტონ, ხაზს უსვამს აბასოვი.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

ამ საიტის გამოყენებით, თქვენ ეთანხმებით cookies-ის გამოყენების უფლებას.
© ყველა წესი დაცულია.