კლინიკების DRG დაფინანსების საერთაშორისო სისტემამ, რომელზეც საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო ნოემბერში გადავიდა, საფრთხე შეუქმნა მშობიარე ქალების კომფორტს. ახალი წესების მიხედვით, ქალები ვალდებულნი არიან, იმშობიარონ ან გაიკეთონ საკეისრო კვეთა მორიგე ექიმთან “თავისი” სპეციალისტის არჩევის შესაძლებლობის გარეშე.
ახალი სისტემა გულისხმობს მკურნალობის საბაზისო ტარიფების გამოთვლას. ამასთანავე, მშობიარობა და საკეისრო კვეთა სრულად ფინანსდება სახელმწიფოს მიერ 1221,92 ლარის ოდენობით. თუმცა პრობლემა იმაშია, რომ, თუ მშობიარე ქალს სურს, დამოუკიდებლად აირჩიოს სპეციალისტი, ქალს ავტომატურად “ხსნიან” სისტემიდან და აიძულებენ მას მშობიარობის სრული ღირებულების გადახდასა და შესაძლო გართულებებზე პასუხისმგებლობის აღებას.
ბევრი სამშობიარო საავადმყოფო აღნიშნავს, რომ ახალი წესრიგი საფრთხეს უქმნის თავად ექიმების კეთილდღეობასაც, რომლებსაც, ცხადია, მოუწევთ პაციენტებისგან დამატებითი გადასახადის “ხელზე” აღება, ასეთი პრაქტიკა კი აუცილებლად გამოიწვევს დაწესებულებების დახურვას.
კომენტარის დატოვება