ვალუტის ოფიციალური კურსი
USD2.700.00%
EUR2.940.00%

პირველად საქართველოში მსოფლიო თასის ეტაპები ყოველწლიურად გაიმართება

13 ივნისი, 2023

საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციამ (FIS) მიანიჭა მცხეთამთიანეთში მდებარე გუდაურისა და ამცხეჯავახეთში მდებარე ბაკურიანის სამთოსათხილამურო კურორტებს ზამთრის სპორტის სახეობებში მსოფლიო თასის საერთაშორისო ეტაპების ყოველწლიურად ჩატარების უფლება. ამ ზამთარს ბაკურიანში ჩატარდება მსოფლიო თასის ეტაპები მოგულისა და სათხილამურო კროსი, ხოლო გუდაურშისნოუბორდ კროსის დისციპლინებში.

FIS-ის მაღალი რანგის დელეგატები ჩამოვლენ საქართველოს კურორტებზე შეჯიბრებების ჩატარების კონკრეტული ადგილების შესარჩევად.

ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ მარიამ ქვრივიშვილმა განაცხადა, რომ საქართველო ერთადერთი ქვეყანაა, რომელიც გახდა საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის ყოველწლიური კალენდრის ნაწილი და დადგა ერთ მწკრივში საფრანგეთის, შვეიცარიის, ამერიკისა თუ კანადის ცნობილ სამთო-სათხილამურო კურორტებთან.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

ამ საიტის გამოყენებით, თქვენ ეთანხმებით cookies-ის გამოყენების უფლებას.
© ყველა წესი დაცულია.