ვალუტის ოფიციალური კურსი
USD2.700.00%
EUR2.940.00%

ჯონ მალკოვიჩი მიიღებს მონაწილეობას თბილისის საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალში

12 ივნისი, 2023

ცნობილი მსახიობი ჯონ მალკოვიჩი გახდება თბილისი საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის სტუმარი, რომელიც 22 სექტემბრიდან 18 ოქტომბრის ჩათვლით გაიმართება. ინგებორგა დაპკუნაიტესთან ერთად მალკოვიჩი ითამაშებს ფრანგი დრამატურგის ბერნარმარი კოლტესის სპექტაკლშიბამბის ველების მარტოობაში“.  ფესტივალში ასევე მიიღებენ მონაწილეობას ცნობილი ქართველი მწერალი ნინო ხარატიშვილი და პოლონელი რეჟისორი ლუკაშ ტვარკოვსკი.

ფესტივალის ახალ სეზონში თავის ნამუშევრებს წარადგენენ თეატრალური კოლექტივები საქართველოდან, პოლონეთიდან, ლატვიიდან, ესპანეთიდან, ბელგიიდან, გერმანიასა და უკრაინიდან.
ფესტივალი შედგება სამი ნაწილისგან. 22-დან 27 სექტემბრის ჩათვლით გაიმართება ქართული სპექტაკლების პროგრამა, 30 სექტემბრიდან 18 ოქტომბრის ჩათვლით – საერთაშორისო პროგრამა, მასტერკლასები, ტრენინგები და დისკუსიები თეატრის მოღვაწეებთან.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

ამ საიტის გამოყენებით, თქვენ ეთანხმებით cookies-ის გამოყენების უფლებას.
© ყველა წესი დაცულია.