“საქსტატის” მონაცემების მიხედვით, 2023 წლის მეოთხე კვარტალში საქართველოში უმუშევრობის დონემ 248,6 ათასი ადამიანი ან 15,3% შეადგინა – 0,7%-ით ნაკლები 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. ქალაქთან შედარებით სოფლებში ეს მაჩვენებელი დაბალია – 16.2% და 14% შესაბამისად. მამაკაცებში უმუშევრობის დონე 16,8%-ს შეადგენს, ხოლო ქალებში – 13,5%-ს.
საქართველოში შრომისუნარიანი, ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობის მაჩვენებელი წინა წლის მეოთხე კვარტალში ერთი წლის განმავლობაში 1,7%-ით გაიზარდა და 54,3% შეადგინა. ქვეყანაში დასაქმების მაჩვენებელი 1,8%-ით გაიზარდა და 46% შეადგინა. მამაკაცებში აქტიურობის დონე 65,9%-ს უდრის, ხოლო ქალებში – 44,3%-ს.
კომენტარის დატოვება