ვალუტის ოფიციალური კურსი
USD2.700.00%
EUR2.940.00%

რას აჭმევენ ბავშვებს სკოლის სასადილოებში?

1 დეკემბერი, 2023

საქართველოს სკოლებში ჯანსაღი კვების თემის აქტუალურობიდან გამომდინარე, განათლების სამინისტრომ შეიმუშავა სპეციალური დოკუმენტი შესაბამისი რეკომენდაციებით, თანამშრომლების პირადი ჰიგიენის მოთხოვნებითა და აკრძალული საკვების ჩამონათვალით. გარდა ამისა, ბუფეტებს ყოველდღიურად შეამოწმებს სკოლის მონიტორინგის ჯგუფები, რომელშიც შევლენ სკოლის მოსწავლეები და მათი მშობლები, მასწავლებლები, სკოლის ექიმი ან მედდა და სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენლები.

აკრძალული პროდუქტების სიაში შევიდა საღეჭი რეზინა და საღეჭი კანფეტები, კანფეტები და შოკოლადი, ჩიფსები და არომატიზებული სუხარები, დამარილებული, ტკბილი ან ცხიმით დამუშავებული თხილი, არაქისი, ხილი და ბოსტნეული, მაიონეზი და მისი შემცველი პროდუქტები, დაკონსერვებული საკვები, თერმულად დამუშავებული ქათმის კვერცხები, სოკოო, ნაღები, კრემის შემცველი ფუნთუშები ან ნამცხვრები, ტკბილი გაზიანი სასმელები და ყავა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

ამ საიტის გამოყენებით, თქვენ ეთანხმებით cookies-ის გამოყენების უფლებას.
© ყველა წესი დაცულია.