ვალუტის ოფიციალური კურსი
USD2.840.00%
EUR3.00–0.14%

საქართველოს ნაკრებმა თავისი მოთამაშეების საბაზრო ღირებულების რეკორდი მოხსნა

30 ნოემბერი, 2023

Transfermarkt-ის ინფორმაციით, საქართველოს ნაკრები გახდა ყველაზე ძვირი ის გუნდებს შორის, რომლებიც ერთა ლიგის C დივიზიონის ნახევარფინალში ევრო 2024-ზე მოსახვედრად იბრძვიან. ნახევარფინალში გასული საქართველოს ნაკრების ფეხბურთელების ჯამური საბაზრო ღირებულება 155,7 მილიონი ევროა. ადრე ეს თანხა საშუალოდ 30-დან 55 მილიონ ევრომდე მერყეობდა.

ნახევარფინალში გასული ეროვნული ნაკრების მოთამაშეების ჯამური საბაზრო ღირებულება ასე გამოიყურება:

საქართველოს ნაკრები – 155,7 მლნ ევრო

საბერძნეთის ნაკრები – 148,5 მლნ ევრო

ლუქსემბურგი – 30,9 მლნ ევრო

ყაზახეთი – 21,48 მლნ ევრო

2024 წლის 21 მარტს საქართველოს ნაკრები ნახევარფინალში ლუქსემბურგს დაუპირისპირდება, საბერძნეთი კი ყაზახეთს უმასპინძლებს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

ამ საიტის გამოყენებით, თქვენ ეთანხმებით cookies-ის გამოყენების უფლებას.
© ყველა წესი დაცულია.