დედაქალაქში უსახლკარო ცხოველებთან დაკავშირებული პრობლემის მოგვარების ფარგლებში, მერია გაზრდის სტერილიზაციის, კასტრაციის ოპერაციებსა და ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინაციებს, ასევე გაზრდის თავშესაფრების ტევადობას. ცხოველთა მონიტორინგის სააგენტომ უკვე შეიძინა მობილური ვეტერინარული კლინიკა და ახორციელებს სხვა პროექტებს ამ საკითხის ჰუმანურად და ეფექტიანად გადაწყვეტისთვის.
ქალაქის მთავრობის სხდომაზე კახა კალაძემ განაცხადა, რომ ამ წელს იგეგმება არსებული თავშესაფრის აღდგენა და განახლება. ასევე მის ტერიტორიაზე აშენდება ცხოველთა პოპულაციის მართვის ახალი ცენტრი ინდივიდუალური ვოლიერებით, ლაბორატორია და საოპერაციო ბლოკი პოსტოპერაციული ოთახით.
კომენტარის დატოვება