ვალუტის ოფიციალური კურსი
USD2.700.00%
EUR2.940.00%

რაში უხდის საქართველოს ექს-პრეზიდენტის ოჯახი ლობისტურ კომპანიებს?

21 ივლისი, 2023

აშშ-ს იუსტიციის დეპარტამენტმა ამერიკული კანონის „უცხოელი აგენტების შესახებ“ – FARA-ს (მისი ანალოგის მიღებას საქართველოს მთავრობა ამ წლის მარტში ცდილობდა) – წყალობით გამოაშკარავა მ. სააკაშვილისა და რადიკალური ქართული ოპოზიციის ჭეშმარიტი განზრახვები.

ამ კანონის თანახმად, ამერიკული ლობისტური კომპანიები Akerman და GP International ვალდებული იყო, წარედგინა 2023 წლის პირველი ნახევრის დეკლარაცია დეტალური ინფორმაციით მ. სააკაშვილის ოჯახისთვის გაწეული მომსახურებებისა და ამისთვის მათგან მიღებული სახსრების შესახებ, რადგან ისინი არ არიან აშშ-ს მოქალაქეები.

გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, მ. სააკაშვილმა და მისმა ნათესავებმა გადაუხადეს ამერიკულ კომპანიებს აშშ-სა და ევროპაში ანტიქართული კამპანიების ჩატარებისთვის, მოუწოდებდნენ ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას, მოამზადეს ევროპარლამენტის რეზოლუციების პროექტები მ. სააკაშვილის მხარდასაჭერად, გამოაქვეყნეს სტატიებისა და ინტერვიუების სერია დასავლელ დიპლომატებთან, რათა ყველა დაერწმუნებინათ, რომ მიშა ავადაა და ხელისუფლება მას აწამებს, ხოლო ბოლოს მოაწყვეს პოლონელი ექიმების ვიზიტი, რომელიც სკანდალით დასრულდა. და ეს არ არის ინიციატივების მთელი სია.

იურიდიული კომპანია Akerman-ის დეკლარაციაში აღწერილია, თუ როგორ ლობირებდა ის სააკაშვილის ინტერესებს ექვსი თვის განმავლობაში, რათა ის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო გაეთავისუფლებინათ. მხოლოდ 2022 წ.-ს Akerman-მა გადაუხადა $300 ათასი უცხოელ ექიმებს, რომლებმაც სასამართლოში ჩვენება სააკაშვილის გათავისუფლების სასარგებლოდ მისცეს.

Akerman-მა შეიმუშავა სტრატეგია ამერიკელი სენატორების დასარწმუნებლად. გარდა ამისა, ლობისტური კომპანია დაუკავშირდა დიდი ბრიტანეთის ოფიციალურ პირებს, რათა დაერწმუნებინა სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი და წარმომადგენელთა პალატის წევრი მაიკლ მაკკოლი საქართველოს წინააღმდეგ სანქციების დაწესებაში.

კომპანია ასევე ცდილობდა საქართველოს ამჟამინდელ პრეზიდენტთან სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის მოწყობას მისი ნიუ-იორკში ვიზიტის დროს, რათა მიეღწია სააკაშვილის შეწყალება. ამ ექვსი თვის განმავლობაში Akerman-მა ქვეყნის ექს-პრეზიდენტის ინტერესების ლობირებისთვის, დაახლოებით, $75,5 ათასი მიიღო. ეს თანხა სააკაშვილის ბიძამ – თემურ ალასანიამ – გადარიცხა.

მეორე კომპანიამ – GP International-მა – მოაწყო სტრატეგიული კონსულტაციები და ექს-პრეზიდენტის გათავისუფლების კამპანიის საინფორმაციო თანხლება. ეს სამუშაო მოიცავდა ამერიკული და საერთაშორისო მასმედიის მოზიდვასა და მონიტორინგს, განსახილველი თემების შემუშავებას, ინტერვიუების ორგანიზებასა და ასევე განცხადებებისა და პრეს-რელიზების გავრცელებას.

საერთო ჯამში, ექვსი თვის განმავლობაში სააკაშვილის ინტერესების ლობირებისთვის GP International-მა მიიღო $96 ათასზე მეტი. აქედან, დაახლოებით, ნახევარი – Akerman LLP / Atorney Trust-იდან, მეორე ნახევარი კი მიხეილ სააკაშვილის დედამ და ბიძამ გადარიცხეს.

მონაცემები, რომლებიც გამოაქვეყნა აშშ-ს იუსტიციის დეპარტამენტმა, საქართველოში შეაფასეს, როგორც მტკიცებულება იმისა, რომ სააკაშვილი მოქმედებს ქვეყნისა და მისი მოსახლეობის ინტერესების წინააღმდეგ. როგორც სახელმწიფოს ვიცე-პრემიერმა თეა წულუკიანმა აღნიშნა, ექს-პრეზიდენტი და მისი „ბანდა“ იხდიდა ფულს, რათა ზეწოლა მოეხდინათ აშშ-სა და დიდ ბრიტანეთის საჭირო ადამიანებზე და აეძულებინათ მათ საქართველოს წინააღმდეგ სანქციების დაწესება.

წულუკიანმა ასევე აღნიშნა, რომ ამ ინფორმაციის წყალობით გაირკვა, რომ ევროპარლამენტის სხვადასხვა რეზოლუცია, რომელიც საქართველოს მთავრობასა და მის მოსახლეობას აკრიტიკებს, არის შეკვეთილი და შესყიდული ამბავი.

ხოლო საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, აშშ-ს იუსტიციის დეპარტამენტის მონაცემებმა დადასტურდა, რომ სააკაშვილების ოჯახი ჩვენი ქვეყნის მტერია. ისინი დაინტერესებულნი არიან იმაში, რომ სახელმწიფოში ისევე, როგორც უკრაინაში, ნგრევა გამეფდეს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

ამ საიტის გამოყენებით, თქვენ ეთანხმებით cookies-ის გამოყენების უფლებას.
© ყველა წესი დაცულია.