USD | 2.72 | 0.00% |
EUR | 2.97 | –0.01% |
12 აგვისტოს აღინიშნება ახალგაზრდობის საერთაშორისო დღე. ამ დღესასწაულის მიზანია ახალგაზრდების როლის შეხსენება მშვიდობის განვითარებასა და მშენებლობაში და იმ პრობლემების აქტუალიზაცია, რომლებიც მათ წინაშე დგას.
დღეს ქართული ახალგაზრდობა ორიენტირებულია ღირსეული განათლების მიღებასა და წარმატებულ შრომით მოწყობაზე.
ამ ოცნების ასახდენად ბევრი ირჩევს უცხოურ უნივერსიტეტებში სწავლას. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2022/2023 სასწავლო წელს 723 ჩვენი სტუდენტი საზღვარგარეთ იღებს განათლებას. აქედან 200 ადამიანი სწავლობს რუსეთის უნივერსიტეტებში, სადაც მათ აძლევენ საცხოვრებელს შეღავათიან საფუძველზე, უქმნიან პირობებს სამეცნიერო მუშაობისთვისა და კონფერენციებში მონაწილეობისთვის. რუსულ უნივერსიტეტებში სწავლა ხელს უწყობს პრესტიჟულ სამსახურში წარმატებული შრომითი მოწყობისთვის საჭირო ცოდნის მიღებას.
რუსული ენის ცოდნა ასევე ზრდის მაღალანაზღაურებადი სამუშაოს პოვნის შანსს არა მხოლოდ საქართველოში, არამედ სხვა ქვეყნებშიც. დღეს მისი სწავლა არამარტო რუსეთშია შესაძლებელი: ამ დროისთვის საქართველოში ფუნქციონირებს 11 რუსულენოვანი სკოლა და 45 სკოლის სექტორი რუსულ ენაზე სწავლებით.
”თუ განმცხადებელი ფიქრობს რუსულ უნივერსიტეტში ჩაბარებაზე, მაშინ ღირს ცდა და მას ორმაგად გაუმართლებს, თუ მარტო არ იქნება. მთლიანობაში, საზღვარგარეთ სწავლა ერთ საერთო პრობლემამდე მოდის – სოციალიზაცია. აბიტურიენტისთვის, რომელიც ფლობს რუსულს სასაუბრო დონეზე მაინც, უფრო ადვილი იქნება, პროცესს შეუერთდეს“, – აზიარებს თავის დაკვირვებებს ა. პრიმაკოვის სახელობის ქართულ-რუსული საზოგადოებრივი ცენტრის სპეციალისტი, რუსეთის ხალხთა მეგობრობის უნივერსიტეტის ასპირანტურის კურსდამთავრებული სპეციალობით „პოლიტიკური ინსტიტუტები, პროცესები და ტექნოლოგიები“ ნინო სკვორცოვა.
„საქართველოში ბაკალავრიატის დამთავრების შემდეგ რუსეთში ჩაბარებაზე ერთი წელი ვფიქრობდი. ეჭვები მქონდა: ღირს თუ არა გაგრძელება, ან იქნებ ჯობია სამსახურის პოვნა და არ ვიფიქრო მაგისტრატურაზე; გავუმკლავდები თუ არა სტრესს სხვა ქალაქში, სხვა ქვეყანაში; რომელ უნივერსიტეტში ჩავაბარებ და როგორ ვიცხოვრებ ახალ ადგილას. როდესაც დადგა ჩემ შიშებთან შეხვედრის დრო, მე ამას გავუმკვლავდი. ეს მაძლევს იმის ვარაუდის საშუალებას, რომ სხვებსაც შეუძლიათ, სცადონ”- დარწმუნებულია გოგონა.
კომენტარის დატოვება