2025 წლისთვის საბურთალოზე აშენდება სპორტული კომპლექსი ჩოგბურთის კორტებით, 50-მეტრიანი საცურაო აუზით, სავარჯიშო და სპორტული დარბაზებთი, მაღაზიებით, კაფეებითა და 100 მანქანაზე გათვლილი მიწისქვეშა პარკინგით. დაგეგმილია ერთი დახურული და ორი ღია ჩოგბურთის კორტის აშენება. ამ პროექტზე იგეგმება 35 მილიონი ლარის დახარჯვა.
პროექტის ინვესტორი კომპანია “კორტების” დამფუძნებელი დავით კოპაძე იქნება.
სპორტული კომპლექსი აშენდება ძველ იპოდრომთან, სადაც ოდესღაც “ველური კორტები” იყო განთავსებული, რომლებიც მოედნებს ნომინალური გადასახადით აქირავებდნენ.
კომენტარის დატოვება