სტატისტიკის ეროვნული სამსახურის “საქსტატის” მონაცემებით, 2022 წელს საქართველოში ყველაზე მეტი ზეგანაკვეთური სამუშაო ჰქონდათ სასტუმროსა და რესტორნის მუშაკებს – კვირაში 49,5 საათი, ანუ ზეგანაკვეთური სამუშაო შეადგენს 9,5 საათს. სატრანსპორტო და სასაწყობო სფეროს კომპანიების თანამშრომლები კვირაში 8,2 საათს მუშაობენ, სარემონტო სფეროში – 8,1 საათს, სამშენებლო სფეროში – 7,9 საათს.
ჩატარებულმა კვლევამ ასევე აჩვენა, რომ ზოგიერთი მუშაკი მუშობს 40-საათიან სამუშაო კვირაზე ნაკლებს. ასე, ხელოვნებისა და გართობის სფეროს წარმომადგენლები კვირაში საშუალოდ 39,3 საათს მუშაობენ, მეცნიერების წარმომადგენლები – 38,8 საათს, მეთევზეობისა და სატყეო დარგის მუშაკები – 34,4 საათს.
კომენტარის დატოვება