ვალუტის ოფიციალური კურსი
USD2.700.00%
EUR2.940.00%

საკონსტიტუციო სასამართლოს ვერდიქტი

17 ოქტომბერი, 2023

საკონსტიტუციო სასამართლომ განიხილა მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ მიმართვა პრეზიდენტის გადაყენების შესახებ კონსტიტუციის დარღვევის გამო. დღეს მოსამართლეებმა გამოიტანეს თავისი გადაწყვეტილება.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საზღვარგარეთ მოგზაურობის გამო კანონის დამრღვევად ცნო და დაადგინა, რომ საქართველოს პრეზიდენტმა ს.ზურაბიშვილმა დაარღვია ქვეყნის კონსტიტუციის 52-ე მუხლი და მსვლელობა მისცა იმპიჩმენტის პროცესს.

დაირღვა არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნის ძირითადი კანონი, არამედ ს.ზურაბიშვილის მიერ მის დასაცავად დადებული ფიცი.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს კონსტიტუციის 54-ე მუხლის თანახმად, სწორედ მთავრობა ახორციელებს ჩვენი ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკას.

მიუხედავად ამისა, ს.ზურაბიშვილი არაერთხელ გაემგზავრა ევროკავშირის ქვეყნებში მინისტრთა კაბინეტის თანხმობის გარეშე.

ამრიგად, ფაქტობრივად იქმნება სიტუაცია, რომლის დროსაც ის ახორციელებს საგარეო პოლიტიკურ საქმიანობას, ხოლო მის შედეგებზე პასუხისმგებლობა ქვეყნის ხელისუფლებას ეკისრება.

შესაძლოა, კანონის ნორმებზე თვალის დახუჭვა და საკუთარ სიტყვებსა და ქმედებებზე პასუხისმგებლობის არაღება არის ის, რასაც მომავალ პოლიტიკოსებს ევროპის უნივერსიტეტებში ასწავლიან, სადაც ზურაბიშვილი სწავლობდა. მაგრამ ამჯერადაც საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებმა ვერ მოისმინეს საქართველოს პრეზიდენტისგან ახსნა-განმარტება, რადგან ის არცერთ სასამართლო სხდომაზე არ მისულა.

ასეთ გულგრილობას ქვეყნის შიდა საკითხებისა და პრობლემების მიმართ საქართველოს მოსახლეობაც აღნიშნავს. კომპანია Edison Research-ის გამოკითხვამ აჩვენა, რომ რესპონდენტთა 70% ნეგატიურადაა განწყობილი მოქმედი პრეზიდენტის მიმართ.

ხალხის უნდობლობა გასაგებია: ძნელი, დაუჯერო ლიდერს, რომელიც დაქტობრივად ქართველებთან დისტანციის შენარჩუნებას ამჯობინებს: „საქართველოში პირველად 36 წლის ასაკში ჩამოვედი. ქართული ოჯახში ვისწავლე. მთელი ცხოვრების განმავლობაში პრაქტიკულად არ მქონდა კონტაქტი ქართველებთან, მათ გარდა, ვინც ემიგრაციაში ცხოვრობდა“. აღმოჩნდა, რომ ზურაბიშვილს ბევრად მეტი საერთო აქვს ევროპის ქვეყნებთან, რომლებში სტუმრობის გამო მზადაა, კანონი დაარღვიოს.

კენჭისყრა ს.ზურაბიშვილის იმპიჩმენტის თაობაზე საქართველოს პარლამენტში მიმდინარე კვირის ბოლომდე გაიმართება.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

ამ საიტის გამოყენებით, თქვენ ეთანხმებით cookies-ის გამოყენების უფლებას.
© ყველა წესი დაცულია.