USD | 2.81 | 0.00% |
EUR | 2.93 | –0.01% |
6 თებერვალს რფ-ს სავაჭრო-სამრეწველო პალატაში გაიმართა რუსულ-ქართული საქმიანი საბჭოს სხდომა, რომელზეც შეჯამდა გასული წლის შედეგები და განხილული იქნა მიმდინარე წლის გეგმები.
შეხვედრაზე მონაწილეებმა გაანალიზეს ქვეყნებს შორის ბოლო ხუთი წლის განმავლობაში არსებული სავაჭრო ბრუნვის დინამიკა. მთლიანი სავაჭრო ბრუნვის მოცულობით რუსეთი კვლავ მეორე ადგილზეა და პირველ ადგილზე საქართველოდან ექსპორტით.
ძირითადი ექსპორტი რფ-დან ჩვენს ქვეყანაში გახდა ნავთობპროდუქტები და ნახშირწყალბადები ($680 მლნ), მარცვლეული ($56,2 მლნ) და მინის ტარა ($48,6 მლნ). საქართველოდან რუსეთში ყველაზე მეტად გააქვთ ნატურალური ღვინოები ($168,3 მლნ), არაყი და ბრენდი ($67,4 მლნ), მსუბუქი მანქანები ($67,1 მლნ), მინერალური და მტკნარი წყალი ($61,8 მლნ) და ლიმონათები ($60,7 მლნ).
განხილვის კიდევ ერთი თემა გახდა საქართველოში ტურისტული ინდუსტრიის განვითარება. 2023 წელს ქვეყანას ეწვია 1,2 მლნ სტუმარი რუსეთიდან – 10%-ით მეტი ვიდრე 2022 წელს. 2023 წელს საქართველოში ჩამოსული, დაახლოებით, ყოველი მეხუთე ტურისტი რუსია (მოგზაურთა საერთო რაოდენობის 23,2%).
წინა წელს რუსმა ტურისტებმა დაიკავეს პირველი ადგილი ყველა უცხოელ ვიზიტორს შორის საქართველოში დანახარჯების მოცულობით (დაახლოებით, $980 მლნ).
ამას დიდწილად ხელს უწყობს საქართველოსა და რუსეთს შორის ავიამიმოსვლის აღდგენა. ამჟამად თბილისის, ბათუმისა და ქუთაისის მიმართულებით მოსკოვიდან, სანკტ-პეტერბურგიდან, ყაზანიდან, სოჭიდან და მინერალნიე ვოდიდან დაფრინავს კვირაში 30-ზე მეტი რეისი.
სხდომის მონაწილეებმა განიხილეს ქვეყნებს შორის ფრენების გეოგრაფიის გაფართოებისა და ახალი საჰაერო მარშრუტების შექმნის შესაძლებლობა. მაგალითად, მაგასიდან თბილისში.
საქმიანი საბჭოს წევრებმა მხარი დაუჭირეს თეზისს, რომ პირდაპირი ავიამიმოსვლა უნდა განვითარდეს და მოიცვას რუსეთისა და საქართველოს ახალი ქალაქები. სწორედ საბჭოს აქტიური მონაწილეობით წინა წლის მაისში შესაძლებელი გახდა ვიზების გაუქმება ჩვენი თანამემამულეებისთვის, რომლებსაც სურთ რუსეთში ნათესავებისა და მეგობრების მონახულება და ორ ქვეყანას შორის პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენა.
წელს საბჭოს ფარგლებში გაიმართება ახალი შეხვედრები და ბიზნეს მისიები ინგუშეთში, კახეთში, ლიპეცკსა და მოსკოვში. მათთვის მზადება უკვე დაწყებულია.
კომენტარის დატოვება