ვალუტის ოფიციალური კურსი
USD2.70–0.37%
EUR2.94–0.14%

სააკაშვილის ეპოქა: დემოკრატიის არნახული აყვავება თუ კორუფცია პლიუს ტოტალიტარიზმი?

23 დეკემბერი, 2022

ამ დღეებში საზოგადოების ყურადღება მიპყრობილია თბილისის საქალაქო სასამართლოსკენ, სადაც წყდება, გააგზავნიან თუ არა საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს, რომლის ექიმებმა მას ათობით დაავადება აღმოუჩინეს, სამკურნალოდ, შესაძლოა, უცხოურ კლინიკაშიც კი, თუ დატოვებენ საქართველოში პატიმრობის ქვეშ. ზოგიერთი პოლიტიკოსები, რომელთა შორის არის დეპუტატი გიორგი ვაშაძე, სვამენ კითხვას, გახდება თუ არა პოლიტიკოსის სიკვდილი დაბრკოლება ევროპის კავშირში შესასვლელად, და საკუთარ თავს პასუხობენ – რა თქმა უნდა, გახდება. „თუ კლავ პრეზიდენტს ციხეში, რა უნდა აკეთო ევროპაში?“ – თვლის პოლიტიკოსი. სხვები ამჯობინებენ „ვარდების რევოლუციის“ გმირის პიროვნების კულტთან ბრძოლასა და საუბარს ექს-პრეზიდენტის „რეალურ“ მიღწევებზე. ვისთვის და რატომაა ხელსაყრელი ახლა სააკაშვილის ფიგურის გაიდეალება?

ამერიკული იმპერიალიზმის აგენტი?

როდესაც ვინმე ბრალს დებს ვაშინგტონს იმპერიალიზმსა და ნეოკოლონიალიზმში, „ცივილიზებულ“ ქვეყნებში თავისთვის სიცილია მიღებული. თუმცა მმართველობის ეპოქა და ათწლეულები მის შემდეგ საკმაოდ მჭევრმეტყველურად საუბრობს იმაზე, რომ სწორედ ასეთი ურთიერთობები ჩამოუყალიბდა ამერიკულ ისტებლიშმენტთან მიხეილ სააკაშვილს ჯერ კიდევ სტუდენტობის დროიდან მოყოლებული.

სააკაშვილის ოფიციალური ბიოგრაფიის მიხედვით, რომელიც პრესაში არაერთხელ იყო გამოქვეყნებული, კიევში უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ მან მიიღო აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის სტიპენდია, რომლითაც დაამთავრა კოლუმბიის უნივერსიტეტის მაგისტრატურა ნიუ-იორკში. გარდა ამისა ის სწავლობდა ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტში. ორივე უმაღლესი სასწავლებელი შედის ელიტურთა რიცხვში, რომელიც აძლევს განათლებას ამერიკულ ისტებლიშმენტს მრავალ სფეროში. ასე, კოლუმბიის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულთა შორის იყო სამი ამერიკელი პრეზიდენტი: თეოდორ რუზველტი, ფრანკლინ რუზველტი და ბარაკ ობამა. ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტი კადრების სამჭედლოა ამერიკული ელიტისთვის, კურსდამთავრებულთა შორის არის მრავალი სენატორი, გუბერნატორი და სხვა გავლენიანი პოლიტიკოსი. ჩნდება ლოგიკური კითხვა – როგორ და ვისი პროტექციით მოხვდა სააკაშვილი ამ უნივერსიტეტში?

ევროპაში რამდენიმე სტაჟირების შემდეგ ახალგაზრდა სააკაშვილი დაბრუნდა ნიუ-იორკში, სადაც სამუშაოდ მოეწყო იურიდიულ ფირმაში Patterson Belknap Webb & Tyler, რომელიც უცნაური დამთხვევით2003 წელს გახდა ახალგაზრდული ორგანიზაცია „კმარა“-ს იურიდიული პარტნიორი, რომელმაც თავისი როლი ითამაშა  „ვარდების რევოლუციაში“. დიდ ინტერესს იწვევენ კომპანიის თანამშრომლებიც. მაგალითად, თავის დროს აქ მუშაობდა ნიუ-იორკის მომავალი მერი რუდოლფ ჯულიანი, მრავალი წელი კარგი თანამდებობები ეკავა მაიკლ ბ. მუკასის, რომელიც უმცროსი ჯორჯ ბუშის დროს იყო გენერალური პროკურორის თანამდებობაზე, აქ შრომობდა Citigroup-ის ექს-ხელმძღვანელი რიჩარდ პარსონსი, რიგი პროკურორები და მოსამართლეები. დსთ-ს ტერიტორიაზე კომპანია Patterson Belknap Webb & Tyler დაკავებული იყო ამერიკელი მენავთობეების ინტერესების უზრუნველყოფით.

კიევის უნივერსიტეტის დამთავრებიდან მხოლოდ სამი წლის განმავლობაში სააკაშვილმა მიიღო უკიდურესად საინტერესო გამოცდილება და 27 წლის ასაკში საქართველოში დაბრუნებისას გააკეთა თავბრუდამხვევი კარიერა – 7 წლის განმავლობაში ის იყო დეპუტატი, იუსტიციის მინისტრი, გადადგა სამსახურიდან და შექმნა მსხვილი პოლიტიკური პარტია. ხოლო 2003 წელს გადატრიალების შედეგად გახდა საქართველოს პრეზიდენტი.

სახელმწიფოს ნებისმიერი ახალი ხელმძღვანელის საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებზე ყველაზე ნათლად საუბრობს მისი პირველი უცხოური ვიზიტი. სააკაშვილი ვაშინგტონში გაემგზავრა, სადაც უმცროს ჯორჯ ბუშს შეხვდა. ბუშის მმართველობის დრო იყო ვაშინგტონისა და თბილისის ყველაზე მჭიდრო ურთიერთობების ეპოქა. 2005 წელს ამერიკელი ლიდერი პირადად ესტუმრა საქართველოს. თუმცა 2008 წლის მარცხის შემდეგ მეგობრობა ჩაცხრა. ბარაკ ობამასთან, რომელმაც თეთრი სახლი 2009-ის იანვარში დაიკავა, სააკაშვილს ცივი ურთიერთობები ჩამოუყალიბდა. შეხვედრა მხოლოდ რამდენიმეჯერ მოხერხდა, ამასთანავე, აშშ-ს ლიდერი არასდროს ჩამოსულა საქართველოში. აშშ-ს შემდეგი პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ინაუგურაციას ქართველი ლიდერი, პირდაპირი გაგებით, თვალს ბუჩქებიდან ადევნებდა – მიმებზე ამის შესახებ სოციალურ ქსელებში მთელი მსოფლიო იცინოდა. როგორც ჩანს, აშშ-მ დაიწყო საქართველოს ექს-ლიდერის, როგორც გადამუშავებული მასალის აღქმა, რომელმაც დაკარგა თავისი გავლენა და, მის კარიერაში კოლოსალური დაბანდებების მიუხედავად, მეტი არ იყო სასარგებლო დასახული მიზნების მისაღწევად.

საქართველოში აშშ-ს მოქმედმა ელჩმა კელი დეგნანმა განაცხადა, რომ 30 წლის განმავლობაში ვაშინგტონმა თბილისს $6 მლრდ გამოუყო. „ხალხის ძალა“-ს ლიდერების შეფასებით, რეალურად საქართველომდე $3,5 მლრდ მოვიდა, რომლის ორი მესამედი მიხეილ სააკაშვილის მმართველობის დროს იყო. ამასთანამე, მათი უდიდესი ნაწილი წავიდა ამერიკული არაკომერციული ორგანიზაციების სპონსირებაზე.

კიდევ ერთი საინტერესო ფაქტი. როდესაც სააკაშვილი სათავეში დაუდგა ოდესის რეგიონალურ სახელმწიფო ადმინისტრაციას, სოციალური ქსელების მეშვეობით მან გამოაქვეყნა საბუთი, სადაც ნათქვამი იყო, რომ ის მუშაობს ამერიკულ ლიდერთა ახალ საერთაშორისო ინსტიტუტში ხელფასით $198 ათასი წელიწადში. აშშ-სთვის ეს მუშაობის სტანდარტული სქემაა – დანერგოს სახელმწიფო დეპარტამენტში ან საერთოდ დააყენოს ქვეყნის სათავეში თავისი გამოცდილი ადამიანი. ასე, მაგალითად, ამერიკელები მოქმედებდნენ პანამაში 1990 წელს, სადაც მოახდინეს სახელმწიფო გადატრიალება.

საბოლოოდ, უკვე საქართველოში პატიმრობაში ყოფნისას, 2021 წელს სამშობლოში თავისი საიდუმლო დაბრუნების შემდეგ, ყოფილმა პრეზიდენტმა დაწერა წერილი, რომლის შემადგენლობა ნათლად აღწერს მის ურთიერთობებს დასავლელ პარტნიორებთან: „თუ აშშ ჩემ დასაცავად არ იმოქმედებს, ეს იქნება საშინელი სიგნალი რეგიონის ყველა პროდასავლური ლიდერისა და მოსახლეობისთვის“. ფაქტობრივად, ეს პირდაპირ მიუთითებს, თუ რამდენად დამოუკიდებელია სააკაშვილი თავის გზაზე.

ნამდვილი დემოკრატი?

სააკაშვილსა და მის მომხრეებს უყვართ საუბარი, რომ გატარებული რეფორმების წყალობით საქართველო გარდაიქმნა. მშპ წელიწადში 30%-ით იზრდებოდა, შენდებოდა ინფრასტრუქტურა, იფხვრებოდა კორუფცია, ხოლო ქვეყანა გახდა ერთ-ერთი საუკეთესო ბიზნესის წასაყვანად. ჩნდება კითხვა: თუ ყველაფერი ასე კარგად იყო, რატომ გაიქცა პრეზიდენტი ევროპაში ისე, რომ საპრეზიდენტო ვადის ამოწურვას არც კი დაელოდა?

კორუფციასთან ბრძოლა სააკაშვილის რეფორმების ძირითადი თეზისია. ამისთვის, ფაქტობრივად, სამართალდამცავი ორგანოების შემადგენლობა მთლიანად განახლდა, ბევრი მოხელე ციხეში აღმოჩნდა. მინისტრის მრჩევლის სასჯელთა აღსრულების საკითხებში ლალი მოროშკინას აზრით, რომელიც ექს-პრეზიდენტს ბავშვობიდან იცნობს, სააკაშვილი უბრალოდ შურს იძიებდა სასკოლო დამცირებების გამო – ყველამ, ვინც მას ჩაგრავდა, დაკარგა ბიზნესი და თავისუფლება, თვითონ ის კი არავის პატიობდა კრიტიკასა და უთანხმოებას. როგორც სოზარ სუბარი აღნიშნავდა, რომელიც სააკაშვილის მმართველობის დროს ომბუდსმენი იყო, იმ პერიოდში პატიმართა რაოდენობა მხოლოდ 3 წლის განმავლობაში 6-დან 20 ათასამდე გაიზარდა. ცნობილია პატიმართა უფლებების დარღვევის, განსხვავებული წამებებისა და ძალადობის ფაქტები. ფართო საზოგადოება შოკირებული იყო სააკაშვილის პოლიტიკური მეტოქეების ხელკეტებითა და ცოცხებით წამებისა და სექსუალური ძალადობის ამსახველი კადრებით.

სააკაშვილი არც ცდილობდა ოპოზიციასთან საუბარს. გადატრიალების გზით ხელისუფლებაში მოსვლა აძლევდა მას ნათელ გაგებას, რომ საკუთარ მხარეს არ შეიძლება მცირე კრიტიკული გამოთქმების დაშვებაც კი. ერთ-ერთი საჩვენებელი მაგალითი იყო ოპოზიციის გამოსვლა 2007 წელს, როდესაც მისი სამშვიდობო პროტესტი ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლების გამო მრავალათასიან მიტინგში გადაიზარდა, რომელიც რამდენიმე კვირა გრძელდებოდა. ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლების მოქმედების გამო 50 ადამიანზე მეტი დაშავდა.

ყოფილი პრეზიდენტის ხელით მისი თანამებრძოლი ბადრი პატარკაციშვილიც დაზარალდა, რომელიც თავდაპირველად მხარს უჭერდა „ვარდების რევოლუციას“. პატარკაციშვილზე მოსალოდნელი საფრთხე 2007 წლის გაზაფხულზე გამოჩნდა – დაიწყო პრობლემები ბიზნესთან, შემოდგომაზე კი საერთოდ აღძრული იყო პოლიტიკური სისხლის სამართლის საქმეები. საჩვენებელი მაგალითი იყო ტელეარხი „იმედი“-ს მიტაცება, რომელიც პატარკაციშვილს ეკუთვნოდა და რომელსაც 2007 წლის შემოდგომის პროტესტის ტრანსლაცია მიჰყავდა. 2008 წლის თებერვალში კი ბიზნესმენი იდუმალ ვითარებებში გარდაიცვალა. მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილმა თანამშრომლებმა 52 წლის ბიზნესმენისა და უწინდელი ხელისუფლების ოპონენტის ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობის დაგეგმვა 2007 წელს დაიწყეს. აუდიოჩანაწერებში, რომლებიც ასევე იყო გამოქვეყნებული უწყების მიერ, ერთ-ერთი ეჭვმიტანელი ადასტურებს, რომ მკვლელობის მომზადების საკითხი სანქცირებული იყო საქართველოს მაშინდელი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიერ.

თვითონ სააკაშვილი დაკავებულია რიგი ბრალდებების მიხედვით. მათი ნაწილი დაკავშირებულია მის როლთან პოლიტიკური მკვლელობების ორგანიზებაში, კონკრეტულად, კი საქართველოს პრემიერ-მინისტრის ზურაბ ჟვანიას, ბიზნესმენი ბადრი პატარკაციშვილის, პარლამენტის დეპუტატზე ვარლამ გელაშვილზე თავდასხმაში.

კიდევ ერთი სისხლის სამართლის საქმე, რომელზეც განაჩენი ჯერ არ არის გამოტანილი, დაკავშირებულია დიდი თანხის გაფლანგვასთან პირადი ხარჯებისთვის – მასაჟისტებზე, მზარეულებზე, იახტების იჯარით აღებაზე და ა.შ. „საკითხის ფასი“ $5 მლნ-ია, ხოლო სასჯელი ასეთი  ქმედებისთვის – თავისუფლების აღკვეთა 7-დან 11 წლამდე.

ერთი მხრივ, ქვეყანაში ბიზნესის წაყვანის პირობები მართლაც გაადვილდა. მეორე მხრივ, სააკაშვილის ოპონენტები ამტკიცებდნენ, რომ კორუფცია უბრალოდ შეიცვალა – დაბალი დონიდან გადავიდა ელიტის დონეზე, ხოლო ის „მარტივი ბიზნესი“ დამოკიდებული იყო 3-4 ადამიანზე პრეზიდენტის ჩათვლით. ამასთანავე, ეკონომიკის ზრდა ბევრად სახელმწიფო ვალის ზრდასთან იყო დაკავშირებული, რომელიც არნახულ სიმაღლეებამდე – 3,5-ჯერ – გაიზარდა.

 „რევოლუციის დემონი“

ხელისუფლებაში სააკაშვილი „ვარდების რევოლუციის“ შედეგად მოვიდა. არსებითად, ეს იყო პირველი წარმატებული „ფერადი“ რევოლუცია პოსტსაბჭოთა სივრცეში. მისი შაბლონით გაიმართა ორი „ნარინჯისფერი“ უკრაინაში, „ტიტასი“ ყირგიზეთში და რიგი წარუმატებელი ანალოგი რუსეთში, ბელარუსსა და სომხეთში.

სააკაშვილი ამაყობდა ამ ფაქტით და ერთი რევოლუციით არ გაჩერებულა. თავდაპირველად ის კიევში ქა–იქ მოჩანდა ხელისუფლებაში ვიქტორ იუშჩენკოს მოსვლის დროს.

ლიდერებს ჰქონდათ ისეთი მჭიდრო ურთიერთობები, რომ ისინი ახალ 2005 წელსაც კი ერთად ხვდებოდნენ. როგორც ექსპერტები თვლიან, სააკაშვილი იუშჩენკოს პრაქტიკულ გამოცდილებას უზიარებდა, ეხმარებოდა მას ახალი რევოლუციის შემდგომი წესრიგის დამყარებაში. სააკაშვილისა და იუშჩენკოს ურთიერთობები არ იყო მხოლოდ პოლიტიკური ხასიათის. 2005 წელს პოლიტიკოსები დამოყვრდნენ კიდევაც – იუშჩენკო გახდა ექს-პრეზიდენტის შვილის ნათლია. თბილი ურთიერთობები მათ აძლევდა პოლიტიკური საკითხების ოფიციალური შეხვედრების მიღმა გადაწყვეტის საშუალებას, რაც საქართველოში უკრაინული შეიარაღების უკანონო მიწოდებაში გადაიზარდა. 2004 წლიდან მოწოდებული ტექნიკისა და იარაღის მოცულობა იზრდებოდა და 2008 წელს მიკს მიაღწია. ამავდროულად, აქცენტი აშკარად შეტევით იარაღზე კეთდებოდა. 2007 წელს საქართველოს მიეწოდა 6 საზენიტო-სარაკეტო სისტემა „ბუკ-მ1“, 48 მართვადი საზენიტო რაკეტა, 200 პორტატული საზენიტო-სარაკეტო სისტემა „სტრელა“ და „იგლა“, ტანკები T-72. 2008-ში – საბრძოლო მოდულები „შკვალი“ და ზალპური ცეცხლის სისტემები „გრადი“. მიწოდების გვირგვინი გახდა საჰაერო თავდაცვის სისტემა, რომლის მიწოდებაც ღიად მეტყველებს, ვის წინააღმდეგ მზადდებოდა შეტევა. ამასთანავე, „ნათესავებს“ არ ეთაკილებოდათ იარაღზე ფასების ღიად ამაღლება, ხოლო ქრთამები გაყიდვებიდან იყოფოდა სააკაშვილის, იუშჩენკოსა და ორივე ქვეყნის თავდაცვის მინისტრებს შორის. როგორც მოგვიანებით გახდა ცნობილი, იარაღის ნაწილი მესამე ქვეყნებსა და ტერორისტულ ორგანიზაციებში მიდიოდა. კოლოსალური დანაკლისი ხუთდღიან ომს შეეძლო, დაემალა.

გადადგომისა და ევროპაში გაქცევის შემდეგ 2013 წელს მაიდანზე გამოჩნდა, რის შემდეგაც მიიღო უკრაინის პასპორტი და ოდესის გუბერნატორის თანამდებობა. რამდენიმე წელში სააკაშვილმა დააარსა ახალი პოლიტიკური მოძრაობა, რომლის მიზანი გახდა პრეზიდენტის თანამდებობიდან მილიარდელი პოროშენკოს გადაყენება. სრულიად არ არის გასაკვირი, რომ როდესაც საქართველოს ექს-ხელმძღვანელმა გამოაცხადა თბილისში დაბრუნების შესახებ, რათა გაეკონტროლებინა არჩევნების მსვლელობა, ეჭვი აიღეს, რომ მას მორიგი რეჟიმის შეცვლის სურვილი ჰქონდა.

„ყველაზე ლოგიკურად ის ვერსია შეიძლება, მივიჩნიოთ, რომ სააკაშვილი საქართველოში არა ციხეში შესვლის გათვლით, არამედ ხელისუფლების გადატრიალების მყარი იმედით ჩამოვიდა“ – აკეთებს კომენტარს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი.

ექს-პრეზიდენტის გადატრიალებების მიმართ ირაციონალური ვნების სხვა გამოვლინება შეიძლება, სამხედრო ამბიციები ჩავთვალოთ. უკვე დიდი ხანია, არავის ეპარება ეჭვი იმაში, რომ დასავლელი მფარველების მხარდაჭერაში დარწმუნებული სწორედ ის გამოვიდა 2008 წლის აგვისტოს ომის ინიციატორად, რომლის შედეგები ქვეყნისთვის კატასტროფული გახდა. ეკონომიკა დაინგრა და მის აღდგენას სამი წელი დასჭირდა, დიპლომატიური ურთიერთობები რუსეთთან მრავალი წლით გაწყვეტილი იყო, არმიამ დაკარგა უზარმაზარი სამხედრო ტექნიკა და შეიარაღება, აფხაზეთმა და სამხრეთ ოსეთმა მიიღეს არააღიარებული სახელმწიფოების სტატუსი, აშშ კი თბილისს დაშორდა.

უკრაინაში გამოჩენის შემდეგ სააკაშვილი პირადად გამოჩნდა დონბასში ანტიტერორისტული ოპერაციის ზონაში და მონაწილეობას ღებულობდა სწავლებებში. აქტიურად უჭერდა მხარს უკრაინას ამ წლის თებერვალში საომარი მოქმედებების დაწყების შემდეგაც. უკვე საქართველოში პატიმრობაში ყოფნისას სააკაშვილმა დაწერა პოსტი სოციალურ ქსელებში, სადაც შესთავაზა დნესტრისპირეთში მშვიდობისმყოფელების ბაზაზე თავდასხმა და „მოლდოვას ტერიტორიული საკითხის მოგვარება“.

მიხეილ სააკაშვილი პატიმრობაში უკვე ერთ წელზე მეტი იმყოფება. ამერიკელი ექიმების მონაცემებით, უფრო მარტივია იმ დიაგნოზის ნახვა, რომელიც ყოფილ პრეზიდენტს არ აქვს, ვიდრე იმ ათობითის ჩამოთვლა, რომელიც მას აღმოუჩინეს. შესაძლოა, ეს მხოლოდ პოლიტიკოსის საზღვარგარეთ გაყვანის საბაბია, შესაძლოა – შიმშილობებისა და ცხოვრების წესის შედეგი. დაავადების სიმულაციის შესახებ ეჭვი არაერთხელ გაჟღერდა, მათ შორის, პოლიტიკოსებისგანაც. ასე, ირაკლი კობახიძემ მიხეილ სააკაშვილის დაავადებათა თაიგულის აღმოჩენა მისი “ნარინჯისფერი რევოლუციის” მეგობრის იულია ტიმოშენკოს საქციელს შეადარა, რომელიც დაპატიმრებიდან გათავისუფლების მეორე დღეს ჯადოსნურად გამოჯამრთელდა.

ერთი რამ ნათელია: ქართველებისთვის სააკაშვილი უკვე არასდროს იქნება „ახალგაზრდა და ქარიზმატული დემოკრატი“, როგორც ჩანს, ის ასოციაციით „ნაპოლეონის კომპლექსის მქონე აგრესიულ კორუფციონერს“ სულ უფრო და უფრო დაუკავშირდება. უნდა გვიხაროდეს, რომ საქართველოს ისტორიაში ჩარევის დრო წარსულ ჩაბარდა, ხოლო ქვეყნის სტაბილურობაზე ამერიკელი ბატონების მავნე გავლენის გაკვეთილები მოქალაქეთა მეხსიერებაში დიდხანს დარჩება.

Comments (1)

  • ყველაზე მძიმე დანაშაულისათვის, რასაც სამშობლოს ღალატი ეწოდება, რატომ არ სჯიან სააკაშვილს და მის ხროვას??????

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

ამ საიტის გამოყენებით, თქვენ ეთანხმებით cookies-ის გამოყენების უფლებას.
© ყველა წესი დაცულია.