ვალუტის ოფიციალური კურსი
USD2.700.00%
EUR2.940.00%

საგზაო–სატრანსპორტო შემთხვევების სტატისტიკა საქართველოში

11 თებერვალი, 2024

შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, 2023 წელს საქართველოში მოხდა 5594 საგზაო–სატრანსპორტო შემთხვევ. მათგან ყველაზე მრავალრიცხოვანია 1855 ავარიისდა მანქანების შეჯახების შემთხვევა, რის შედეგადაც 104 ადამიანი დაიღუპა და 2898 დაშავდა. ასევე დაფიქსირდა ფეხით მოსიარულესთან შეჯახების 1638 შემთხვევა, რის შედეგადაც 95 ადამიანი დაიღუპა და 1665 დაშავდა.

სულ, 2023 წელს საგზაო–სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად დაიღუპა 442 ადამიანი და 7310 დაშავდა. 2022 წელს ქვეყანაში მოხდა 5469 საგზაო–სატრანსპორტო შემთხვევა, რის შედეგადაც დაიღუპა 430 ადამიანი და 7517 დაშავდა.

საგზაო–სატრანსპორტო შემთხვევის ძირითადი მიზეზებია სიჩქარის გადაჭარბება, ნასვამ მდგომარეობაში მართვა, საპირისპირო მიმართულების ზოლზე გადასვლა, ქვეითთა გადასასვლელის წესების დარღვევა და გზებზე დისტანციის დაუცველობა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

ამ საიტის გამოყენებით, თქვენ ეთანხმებით cookies-ის გამოყენების უფლებას.
© ყველა წესი დაცულია.