ვალუტის ოფიციალური კურსი
USD2.700.00%
EUR2.940.00%

ტატო გრიგალაშვილი გახდა მსოფლიოს საუკეთესო ძიუდოისტი

11 თებერვალი, 2024

ქართველი ძიუდოისტი ტატო გრიგალაშვილი, ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის მიერ გულშემატკივართა შორის ჩატარებული გამოკითხვის მიხედვით, 2023 წელს მსოფლიოს საუკეთესო ძიუდოისტად დასახელდა. შედეგების გამოცხადება პარიზში გამართულ გრანდ სლემის ტურნირზე მოხდა, სპეციალური დიპლომი ძიუდოისტს ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის წარმომადგენელმა არმენ ბაღდასაროვმა გადასცა. ვულოცავთ ჩვენს სპორტსმენს!

აღსანიშნავია, რომ ტატო გრიგალაშვილი ამ გამოკითხვაში ზედიზედ მეორედ იმარჯვებს.

წინა წელს 24 წლის ძიუდოისტი გახდა მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი, დაიკავა მეორე ადგილი ევროპის ჩემპიონატზე და მოიგო პარიზის გრანდ სლემის ტურნირი. ის გახდა პირველი ქართველი ძიუდოისტი, რომელმაც ორჯერ მოიპოვა მსოფლიო ჩემპიონატის ოქროს მედალი.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

ამ საიტის გამოყენებით, თქვენ ეთანხმებით cookies-ის გამოყენების უფლებას.
© ყველა წესი დაცულია.