თბილისში გაიმართა პირველი საერთაშორისო კონფერენცია “კურორტების მდგრადი განვითარების ტენდენციები და გამოწვევები”. მასში მონაწილეობა მიიღეს სამთავრობო, კერძო, საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების წარმომადგენლებმა და ექსპერტებმა. ღონისძიების ფარგლებში ჩატარდა ორი თემატური სესია: კურორტების მდგრადი განვითარება: ტენდენციები, პრობლემები და პერსპექტივები; კურორტის განვითარების სოციალურ-ეკონომიკური შედეგები.
კონფერენციაზე სიტყვით გამოსულმა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა აღნიშნა, რომ კურორტების განვითარება მნიშვნელოვანი მიმართულებაა ქვეყნის ტურისტული პოტენციალის რეალიზაციისთვის. მან ასევე ისაუბრა ჩვენი ქვეყნის მდიდარ ბუნებრივ და კულტურულ მემკვიდრეობაზე, საქართველოს კურორტების განვითარების აუცილებლობაზე და ასევე ამ საკითხში სახელმწიფოს როლზე.
კომენტარის დატოვება