უკვე 8 სექტემბერს საფრანგეთში რაგბის მსოფლიო ჩემპიონატი დაიწყება. ჩემპიონატისთვის მომზადების ფარგლებში საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა რუმინეთის ნაკრებთან ბრწყინვალე შეხვედრა გამართა და მეტოქე ანგარიშით 56:6 დაამარცხა. წინ კიდევ 2 შეხვედრაა: 19 აგვისტოს აშშ-ს ნაკრებთან და 26 აგვისტოს შოტლანდიის ნაკრებთან. წარმატებები ჩვენ ბიჭებს!
ამერიკელებთან შეხვედრა “მიხეილ მესხის” სტადიონზე გაიმართება.
რაგბის მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების მეტოქეები გახდებიან უელსი, ავსტრალია, ფიჯი და პორტუგალია, რომლებიც ასევე მოხვდა C ჯგუფში.
კომენტარის დატოვება