საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში ისაუბრეს წითელ ნუსხაში შეტანილი და გადაშენების პირას მყოფი ნაკადულის კუმჟის გამრავლების ხელშეწყობის შესახებ. ამ მიზნით რაჭის ეროვნული პარკის მდინარეებში ამ სახეობის ქვირითს ათავსებენ.
2006 წლიდან შეიმჩნევა ნაკადულის კუმჟის გაქრობის ტენდენცია. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან არსებული ველური ბუნების ეროვნული სააგენტოს გეგმის მიხედვით, პრობლემის მოგვარების მიზნით, ყოველწლიურად იგეგმება ნახევარი მილიონი ლიფსიტას წარმოება მდინარეებში მათი შემდგომი მოთავსებისთვის.
კომენტარის დატოვება