პირველად ქართული ფეხბურთის ისტორიაში საქართველოს საფეხბურთო ნაკრებისა და იტალიური “ნაპოლის” ნახევარმცველი ხვიჩა კვარაცხელია ფიფას The Best FIFA Football Awards 2023-ის ვერსიის მიხედვით წლის საუკეთესო ფეხბურთელის ტიტულის ნომინანტთა სიაში მოხვდა. კენჭისყრის შედეგების მიხედვით, ქართველმა ნახევარმცველმა შვიდი ქულა დააგროვა და მეათე ადგილი დაიკავა.
2023 წლის საუკეთესო ფეხბურთელი “ინტერი მაიამის” ფორვარდი ლიონელ მესი გახდა, რომელმაც ეს ჯილდო ისტორიაში მესამედ და ზედიზედ მეორედ მოიპოვა. საუკეთესო ქალი ფეხბურთელად “ბარსელონას” ნახევარმცველი აიტანა ბონმატი დასახელდა. საუკეთესო მწვრთნელად “მანჩესტერ სიტის” მწვრთნელი პეპ გვარდიოლა დასახელდა.
კომენტარის დატოვება