ვალუტის ოფიციალური კურსი
USD2.700.00%
EUR2.940.00%

საქართველოში გააფართოვებენ შრომითი ბინადრობის ნებართვის მიღების შესაძლებლობას

25 ივლისი, 2023

2023 წლის 1 სექტემბრიდან საქართველოში შრომითი ბინადრობის ნებართვის მიღება ორი გზით იქნება შესაძლებელი. “უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა მდგომარეობის შესახებ” კანონში შესული ცვლილებების თანახმად, შრომითი ბინადრობის ნებართვა გაიცემა შრომის სამინისტროში დარეგისტრირებულ შრომით მიგრანტებზე და ასევე სამეწარმეო საქმიანობაში ჩართულ უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე.

ბინადრობის ნებართვის მისაღებად უცხოელმა უნდა წარადგინოს საქართველოში მუშაობის ან სამეწარმეო საქმიანობის დამადასტურებელი დოკუმენტები. გარდა ამისა, ბინადრობის მოწმობის მიღების მსურველებმა უნდა წარადგინონ ცნობა, რომ მათი ყოველთვიური შემოსავალი ან ხელფასი აღემატება საარსებო მინიმუმს არანაკლებ, ვიდრე ხუთჯერ, ან კომპანიის წლიური ბრუნვა თითოეულ უცხოელზე არის არანაკლებ 50 ათასი ლარისა.

საქართველოში შრომითი ბინადრობის ნებართვა გაიცემა 6 თვიდან ერთ წლამდე ვადით.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

ამ საიტის გამოყენებით, თქვენ ეთანხმებით cookies-ის გამოყენების უფლებას.
© ყველა წესი დაცულია.