ვალუტის ოფიციალური კურსი
USD2.700.00%
EUR2.940.00%

თბილისის ყავის ფესტივალი სექტემბრისთვისაა დაგეგმილი

26 ივლისი, 2023

ორგანიზატორების თქმით, 22-დან 24 სექტემბრის ჩათვლით თბილისის ყავის ფესტივალი მეორედ გაიმართება მთაწმინდის Underwheel Club-ში. ღონისძიების სტუმრებს საშუალება ექნებათ, გაეცნონ ყავის ინდუსტრიის წარმომადგენლებს, სხვადასხვა საინტერესო პროდუქტებს და გასინჯონ ყავის სიახლეები.

პროდუქციის დეგუსტაციისა და გაყიდვის გარდა, სტუმრებისთვის გაიმართება სემინარები, სადაც დარგის პროფესიონალები ისაუბრებენ ყავასა და სხვადასხვა საინტერესო თემაზე, რომელიც აქტუალურია ყავის კომპანიებისთვის. ფესტივალზე ასევე გაიმართება ჩემპიონატი ლატე-არტსა და ალკოჰოლში. ღონისძიებები ჩატარდება დიჯეის მიერ შესრულებული მუსიკალური კომპოზიციების თანხლებით.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

ამ საიტის გამოყენებით, თქვენ ეთანხმებით cookies-ის გამოყენების უფლებას.
© ყველა წესი დაცულია.