გარდაბნის მუნიციპალიტეტში გეგმავენ ყველაზე დიდი ენერგოეფექტური კომბინირებული ციკლის თბოელექტროსადგურის მშენებლობას. ობიექტის საერთო სიმძლავრე 350-430 მეგავატს შეადგენს. შესაბამისი გადაწყვეტილება მთავრობის სხდომაზე იქნა მიღებული.
ამჟამად გარდაბანში მოქმედებს ორი თბოელექტროსადგური – “გარდაბანი-1” 237 მეგავატის სიმძლავრისა და “გარდაბანი-2” 230 მეგავატის სიმძლავრის. დაგეგმილი კომბინირებული ციკლის ელექტროსადგური იქნება რიგით მესამე თბოელექტროსადგური ამ რეგიონში. უახლოეს მომავალში მის მშენებლობაზე საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის საიტზე აუქციონს გამოაცხადებენ. პირველი ოთხი წლის განმავლობაში მშენებლობასა და ექსპლუატაციაში გაშვებას გამარჯვებული ინვესტორი განახორციელებს.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა, რომ კერძო ინვესტორის არჩევის მთავარი კრიტერიუმია ერთ მეგავატზე თბოელექტროსადგურის მშენებლობის ყველაზე დაბალი კაპიტალური ღირებულება.
კომენტარის დატოვება