2023 წლის მეორე კვარტალში საქართველოს რკინიგზით თითქმის 570 ათასი მგზავრი იქნა გადაყვანილი, რაც 47,4%-ით მეტია წინა პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით. ასევე 50,9%-ით გაიზარდა სამგზავრო გადაზიდვის მოცულობა და 176,9 მლნ სამგზავრო კილომეტრი შეადგინა. 560,2 ათასი მგზავრი (98,5%) გადაყვანილი იქნა ადგილობრივი მატარებლებით, 8,7 ათასი – საერთაშორისო მატარებლებით.
2022 წელს საქართველოს რკინიგზის შემოსავალმა ტვირთის გადაზიდვებიდან 388,4 მლნ ლარი შეადგინა, ხოლო შემოსავალი სამგზავრო გადაზიდვებიდან 2021 წელთან შედარებით თითქმის ორჯერ გაიზარდა და 27,4 მლნ ლარი შეადგინა. წინა წელს ასევე 77%-ით გაიზარდა შემოსავალი ლოჯისტიკური მომსახურებიდან, რომელმაც 123,1 მლნ ლარი შეადგინა.
კომენტარის დატოვება