28 აგვისტოს ქვეყანა აღნიშნავს ღვთისმშობლის მიძინებას – მართლმადიდებლური ეკლესიის თორმეტი საუფლო დღესასწაულიდან ერთ-ერთს.
ამ დღეს მართლმადიდებლები იხსენებენ ღვთისმშობლის ამქვეყნიური ცხოვრების დასრულებას (მიძინებას) – სამწუხაროსა და ამავე დროს სასიხარულო მოვლენას. ერთი მხრივ, ეს არის ღვთისმშობლის სიცოცხლის აღსასრულის დღე, ხოლო მეორე მხრივ, მისი შვილთან და მაცხოვარᲗან შეერთების დღე.
მარიამობა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დღესასწაულია ქვეყანაში, ვინაიდან საქართველო ყოვლადწმინდა ᲦვᲗისმᲨობლის წილხვედრია.
ამ დღეს სადღესასწაულო წირვა ქვეყნის ყველა მოქმედ ტაძარში აღევლინება. ᲦვᲗისმᲨობლის მიᲫინების წირვა გაიმართება სიონში, საქართველოს ეკლესიის საპატრიარქო ტაძარში, რომელსაც იერუსალიმის სიონის მთის სახელი ეწოდა და ეკურთხა ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მიძინების სახელზე.
მართლმადიდებლური ტრადიციის თანახმად, ღვთისმშობლის ოთხი წილხვედრი ადგილია დედამიწაზე, რომლებსაც Თაყვანს სცემენ, როგორც დიდ სალოცავებს. პირველი წილხვედრი იყო ივერია (თანამედროვე საქართველო), ხოლო მეოთხე იყო სერაფიმე-დივეევოს სავანე, მონასტერი ნიჟნი ნოვგოროდის მხარეში.
რუსეთის მრავალ ქალაქში არის საკათედრო ტაძრები, ღვთისმშობლის მიძინების სახელზე ნაკურᲗხი. ვლადიმირის, როსტოვის, იაროსლავის, სმოლენსკის, რიაზანის, მურომისა და ასტრახანის საკაᲗედრო ტაძრებს უწოდებდნენ “უსპენსკი”-ს, რომ აღარაფერი ვთქვათ მოსკოვის კრემლის მთავარ საკათედრო ტაძარზე.
კომენტარის დატოვება