ვალუტის ოფიციალური კურსი
USD2.840.00%
EUR3.00–0.12%

საქართველოში შეწყდა ფსიქოტროპული პრეპარატებით ვაჭრობა

4 სექტემბერი, 2023

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, საქართველოს 18 აფთიაქი ფსიქოტროპულ პრეპარატებს ურეცეპტოდ ყიდდა. აღნიშნულ აფთიაქებს არ ჰქონდა მათი საქმიანობისთვის საჭირო შესაბამისი ნებართვები. სისხლის სამართლის საქმე 33 პირის მიმართ არის აღძრული. გამოძიება გრძელდება “უკანონო სამეწარმეო საქმიანობის” მუხლით, რაც ითვალისწინებს ერთიდან სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთას.

აფთიაქები, რომლებიც უკანონოდ ყიდდნენ ფსიქოტროპულ მედიკამენტებს, მუშაობდნენ როგორც თბილისში, ასევე სამეგრელოს, შიდა ქართლისა და კახეთის რეგიონებში. საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ჩამორთმეული იქნა ფსიქოტროპული პრეპარატები, მათი გაყიდვიდან მიღებული თანხა და ასევე შესაბამისი ინფორმაციისა და დოკუმენტაციის შემცველი კომპიუტერული ტექნიკა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

ამ საიტის გამოყენებით, თქვენ ეთანხმებით cookies-ის გამოყენების უფლებას.
© ყველა წესი დაცულია.