ვალუტის ოფიციალური კურსი
USD2.840.00%
EUR3.00–0.01%

საქართველოში შიდა ტურიზმი იზრდება

24 სექტემბერი, 2023

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის “საქსტატის” მონაცემების თანახმად, 2023 წლის მეორე კვარტალში საქართველოში შიდა ტურისტების რიცხვი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 13,8%-ით გაიზარდა. საანგარიშო პერიოდში საქართველოს მასშტაბით თვეში ქვეყნის 1 289,6 ათასი მცხოვრები მოგზაურობდა, რომლებმაც სხვა დასახლებულ პუნქტებში 1 600,2 ათასი მგზავრობა განახორციელეს, საიდანაც 640,6 ათასი ტურისტული იყო.

საქართველოში მოგზაურთა უმეტესობა (36,6%) 31-დან 50 წლამდე მოქალაქეებმა შეადგინეს. ტურისტების მთავარი მიმართულება თბილისი გახდა, მეორე და მესამე ადგილზე იმერეთისა და აჭარის რეგიონებია.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

ამ საიტის გამოყენებით, თქვენ ეთანხმებით cookies-ის გამოყენების უფლებას.
© ყველა წესი დაცულია.