ვალუტის ოფიციალური კურსი
USD2.730.00%
EUR3.00+0.01%

სეტყვით დაზარალებულთა კომპენსაცია

24 სექტემბერი, 2023

გასულ კვირას კახეთში მომხდარმა სეტყვამ 20 წუთში გაანადგურა მოსავალი და დააზიანა სახლები, მანქანები და ელექტროგადამცემი ხაზები. საქართველოს მთავრობამ უკვე განაცხადა, რომ სტიქიით დაზარალებული რეგიონის მცხოვრებლებს ზარალის დათვლის შემდეგ კომპენსაციას გადაუხდის.

უამინდობის გამო, რომელსაც თან ძლიერი ქარი და სეტყვა ახლდა, ყველაზე მეტად ყვარლის, თელავისა და ლაგოდეხის რაიონის, დაახლოებით, 10 სოფელი დაზარალდა. მათ შორისაა შილდა, ენისელი, გრემი, საბუე და ალმათი.

დაზიანებულ სახლებში მოსახლეობა ელექტროენერგიის გარეშე დარჩა. მოსავალი სერიოზულად დაზიანდა: აღნიშნულია, რომ უამინდობამ 3,5 ათას ჰექტარზე მეტი ფართობი დააზარალა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

ამ საიტის გამოყენებით, თქვენ ეთანხმებით cookies-ის გამოყენების უფლებას.
© ყველა წესი დაცულია.