ქართველმა პოეტებმა, მწერლებმა, კინოკრიტიკოსებმა და მუსიკოსებმა მონაწილეობა მიიღეს თანამედროვე ხელოვნების ფესტივალში F5, რომელიც ქალაქ ზუგდიდში გაიმართა. მასზე ტრადიციულად წარმოდგენილი იყო ლიტერატურული და მუსიკალური პროგრამები. ფესტივლის ლიტერატურულ ნაწილში გამოვიდნენ ლია სტურუა, ზურაბ ქარუმიძე, ანა კორძაია-სამადაშვილი, ზურა ჯიშკარიანი, ეკატერინა ტოგონიძე და სხვები.
ფესტივალი მოაწყვეს ახალგაზრდა ქართველმა პოეტებმა ნიკა ლაშხიამ და გიორგი შონიამ. ღონისძიების მიზანია კულტურისა და ხელოვნების ახალგაზრდა მოღვაწეების მოზიდვა და რეგიონში კულტურული ცხოვრების განვითარება.
კომენტარის დატოვება