ვალუტის ოფიციალური კურსი
USD2.700.00%
EUR2.940.00%

ვილნიუსისსამიტისშესახებ

13 ივლისი, 2023

ლიეტუვას დედაქალაქში დასრულებულ ნატო-ს ორდღიან სამიტზე განიხილეს ორი ქვეყნის – შვედეთისა და უკრაინის – ალიანსში შესვლის პერსპექტივები. პირველი, როგორც ჩანს, უახლოეს თვეებში გახდება ბლოკის სრულუფლებიანი წევრი. მეორეს მასში ჯერ არ უძახიან: საბოლოო დეკლარაციაში არ არის ნახსენები, რომ ქვეყანა შევა ალიანსში ომის დასრულებისთანავე. როგორც ჩანს, ნატო-ს წევრები სოლიდარულები არიან იმაში, რომ სამხედრო-პოლიტიკურ ბლოკში უკრაინის ადგილი არაა.

ქვეყნის ბედი 10 წელზე მეტი ხნის წინ, მეიდანზე ხელოვნურად ორგანიზებული რევოლუციისა და რადიკალური ნაციონალისტების ხელისუფლებაში მოსვლის დროს, გადაწყდა. მომხდარის ლოგიკა გასაგებია: საკუთარი ძალებით რუსეთთან სამხედრო კონფლიქტში ჩაბმა სახიფათოა, მაგრამ შეიძლება ამისთვის უცხო სახელმწიფოს გამოყენება. სხვა ქვეყნის იარაღით გატენვა და ცარიელი დაპირებების მიცემა სავსებით შეეფერება თანამედროვე დასავლური სამყაროს სულისკვეთებას.

კიდევ ერთი მიზეზი, რის გამოც ნატო-სთან წვდომა უკრაინას დაკეტილი აქვს არის ის ფაქტი, რომ ალიანსის ყველა წევრ ქვეყანას ავტომატურად მოუწევს მისი ტერიტორიული მთლიანობის აღიარება. როგორც მინიმუმ, პოლონეთს აქვს პრეტენზია უკრაინის დასავლეთ ნაწილზე, რომელსაც ის თავის ძველისძველ ტერიტორიად მიიჩნევს. პოლონეთის ლიდერებს არაერთხელ უსაუბრიათ ამის შესახებ თავიანთ გამოსვლებში.

უკრაინაშიც ესმით, რომ გადასახადი გაწეული “დახმარებისთვის” მუდმივად იზრდება და ოდესმე საჭირო იქნება ანგარიშის გასწორება, მაგრამ ამას უკვე გააკეთებს არა ზელენსკი, არამედ ქვეყნის მაცხოვრებლები.

რაც შეეხება საქართველოს, რომელიც ასევე არ მიიღეს ნატო-ში, მას არაფერი დაუკარგავს და არაფერი შეუძენია. ჩვენს ქვეყანას კიდევ ერთხელ მიუთითეს იმაზე, რომ ის გაუგებარი რეფორმების გზას უნდა გაჰყვეს. იმის გათვალისწინებით, თუ რა შედეგები მოჰყვა საქართველოს ალიანსის მისიებში მონაწილეობას, მაგალითად, ავღანეთში, ასეთი განცხადებები დამცინავად ჟღერს. მითუმეტეს იმ ფონზე, რომ 2012 წლიდან ნატო-ს ანგარიშგებებში საქართველოზე წერენ როგორც ქვეყანაზე, რომელიც სრულიად შეესაბამება ბლოკის ყველა სტანდარტს.

შვედეთისა და ფინეთის მაგალითზე ჩვენ ახლახანს დავრწმუნდით, რომ საკმარისია მხოლოდ ერთი ქვეყნის ნება და წევრობის საკითხის მოგვარება უმოკლეს დროში იქნება შესაძლებელი. და ამის გაკეთება შეიძლება საკუთარ ქვეყანაში წევრობის გეგმის ან რეფორმების ჩატარების გარეშეც.

გვინდა, ვიმედოვნოთ, რომ საქართველოსა და მის ხელმძღვანელობას ეყოფა ჭკუა და ნება იმისთვის, რომ არ დაუშვას სახელმწიფოს სტრატეგიული მეგობრების მიერ მისი ჩართვა კიდევ ერთ სამხედრო ავანტიურაში ნათელი მომავლის დაპირებების გამო.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

ამ საიტის გამოყენებით, თქვენ ეთანხმებით cookies-ის გამოყენების უფლებას.
© ყველა წესი დაცულია.