ვალუტის ოფიციალური კურსი
USD2.720.00%
EUR2.980.00%

სალომე ზურაბიშვილმა 11 მსჯავრდებული შეიწყალა

2 აგვისტო, 2023

ქვეყნის პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს ციხეებიდან თერთმეტი მსჯავრდებული შეიწყალა. ათი მათგანი სრულად განთავისუფლდა სასჯელის შემდგომი მოხდისაგან და უკვე დატოვა თავისუფლების აღკვეთის ადგილი. კიდევ ერთ მსჯავრდებულს შეუმცირეს სასჯელის მოხდის დარჩენილი ვადა.

ამჟამად საქართველოში 13 ციხე და კოლონიაა. იუსტიციის სამინისტროს მონაცემებით, გაზაფხულზე თავისუფლების აღკვეთის ადგილებში იყო 9 638 ადამიანი, რომელთაგან 333 ქალია.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

ამ საიტის გამოყენებით, თქვენ ეთანხმებით cookies-ის გამოყენების უფლებას.
© ყველა წესი დაცულია.