ვალუტის ოფიციალური კურსი
USD2.70–0.37%
EUR2.94–0.14%

საქართველოში გაიმართება ტრადიციული ფესტივალი “ღამის სერენადები”

2 აგვისტო, 2023

22 აგვისტოდან 24 სექტემბრამდე პერიოდში საქართველოში გაიმართება კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი “ღამის სერენადები”. მსოფლიოში ცნობილი ქართველი და უცხოელი ვარსკვლავები წარდგებიან ექვს მუსიკალურ ფესტივალზე თბილისში, ბათუმსა და ბორჯომში. ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ შემდეგი მუსიკოსები:დირიჟიორი იტალიიდან  ბეატრიჩე ვენეცი, ქართველი მევიოლინე ვერიკო ჭუმბურიძე, იტალიელი მევიოლინე ლაურა მარზადორი, საოპერო მომღერალი იტალიიდან რიკარდო მარინელო, ტენორი გიორგი ონიანი და მრავალი სხვა.

საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი “ღამის სერენადები” 1982 წელს დაარსდა და ყოველ ზაფხულს აფხაზეთში პიცუნდაში იმართებოდა. 1991 წელს არსებობა შეწყვიტა და მხოლოდ 2009 წელს აღდგა აჭარაში.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

ამ საიტის გამოყენებით, თქვენ ეთანხმებით cookies-ის გამოყენების უფლებას.
© ყველა წესი დაცულია.