23 სექტემბრიდან 30 სექტემბრის ჩათვლით ქალაქ თელავში ჩატარდება საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი, რომლის დამაარსებელი არის ცნობილი ქართველი პიანისტი ელისო ვირსალაძე. ის მიძღვნილი იქნება ქართველი პიანისტის, პედაგოგის ანასტასია ვირსალაძის – ელისოს ბებიის – დაბადების 140-ე წლისთავისთვის.
ფესტივალზე გამოვა თავად ელისო ვირსალაძე, ასევე ვიეტნამელი პიანისტი დაგნ ტხაი სონი, დავიდ ოისტრახის რუსული კვარტეტი და საერთაშორისო კონკურსების ლაურეატები – ფრანგი პიანისტი ჟან-ბერნან პომიე, რუსი მევიოლინე ოლგა მარტინოვა, ვიოლონჩელისტები ჰოუინგ ჩოი და იბაი ჩენი და ფლეიტისტი ირაკლი ევსტაფიშვილი. ფესტივალის დირიჟორი იქნება არიელ ცუკერმანი, რომელსაც ორგანიზატორები “ფესტივლის ძველ მეგობარს” უწოდებენ.
კომენტარის დატოვება