ვალუტის ოფიციალური კურსი
USD2.730.00%
EUR3.00+0.01%

სამთო-სათხილამურო სეზონი დაიწყო

14 დეკემბერი, 2023

9 დეკემბრიდან ქვეყნის ოთხ სამთოსათხილამურო კურორტზე: ბაკურიანში, გოდერძიში, მესტიასა და გუდაურში საბაგირო და სათხილამურო ტრასებმა დაიწყო მუშაობა. პირველად კურორტი გოდერძი გაიხსნა, შემდეგ მესტია და ბაკურიანი. გუდაური ზამთრის დასვენების მოყვარულთა მიღებას 20 დეკემბრიდან დაიწყებს, ამ დღეს 2023-2024 წლების ზამთრის სათხილამურო სეზონის საზეიმო გახსნა იგეგმება.
 
20 დეკემბერს 12:00-დან 18:00 საათამდე გუდაურში გაიმართება სხვადასხვა ღონისძიება. სტუმრებისთვის იმუშავებს საბავშვო და ფოტო ზონები, კაფეები, ბარები და ქუჩის კვების ობიექტები. ასევე მოეწყობა მუსიკალური და გასართობი ღონისძიებები, მათ შორის, მუსიკალური პროგრამა DJ Jino Dolini-სა და DJ Vas-ისგან, ასევე შოუ “Circus Mircus”.

შეგახსენებთ, რომ ახალ სეზონში კურორტ გუდაურში 2 ახალი საბაგირო კომპლექსი და ახალი სათხილამურო ტრასა გაიხსნება.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

ამ საიტის გამოყენებით, თქვენ ეთანხმებით cookies-ის გამოყენების უფლებას.
© ყველა წესი დაცულია.