ვალუტის ოფიციალური კურსი
USD2.840.00%
EUR3.00–0.05%

სათამაშო ბიზნესმა საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტი ასობით მილიონით შეავსო

6 მარტი, 2024

2023 წელს სათამაშო ბიზნესიდან საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდებმა 890 მილიონი ლარი შეადგინა. აქედან 63 მლნ სანებართვო მოსაკრებელია, 141 მლნ ლარი – მოსაკრებელი სათამაშო ბიზნესიდან, 686 მლნ ლარი – გადასახადები. 2022 წელს სათამაშო ბიზნესიდან შემოსავალმა 739 მილიონი ლარი შეადგინა, რაც 65%-ით მეტია 2021 წელთან შედარებით.

წინა წელს ფინანსთა სამინისტრომ მოამზადა ცვლილებების პროექტი, რომელიც ადგენს ნებართვების გაცემის პირობებს, სანებართვო მოსაკრებლის ოდენობასა და გადახდის ვადასა და პასუხისმგებლობას ნებართვის გაცემის პირობების დარღვევისთვის. გარდა ამისა, გაიზარდა სათამაშო ბიზნესის დაბეგვრა, რის შედეგადაც წელს ბიუჯეტში დამატებით 400 მლნ ლარი შევა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

ამ საიტის გამოყენებით, თქვენ ეთანხმებით cookies-ის გამოყენების უფლებას.
© ყველა წესი დაცულია.