რაგბის ევროპის სუპერთასის ახალი სეზონი უკვე 4 ნოემბერს დაიწყება. ჩვენს ქვეყანას შეჯიბრზე “შავი ლომი“ წარადგენს, რომელსაც A ჯგუფის პირველივე ტურში ელის “კასტილიასთან“ შეხვედრა. სპორტსმენებს საქართველოს ნაკრების ყოფილი მთავარი მწვრთნელი ლევან მაისაშვილი ამზადებს.
გათამაშების მეორე ტური 11-12 ნოემბრისთვის არის დაგეგმილი, როდესაც ჩვენს გუნდს ელის “ლუსიტანოსთან” დაპირისპირება. 18-19 ნოემბერს კი ქართველ მორაგბეებს ელით მატჩი “თელ-ავივ ჰიტთან”.
ნახევარფინალი და გადამწყვეტი თამაში დეკემბრისთვისაა დაგეგმილი.
წარმატებები ჩვენს ბიჭებს!
კომენტარის დატოვება