ესპანურ „ტენერიფეში“ მოთამაშე ქართველი ცენტრი გიორგი შერმადინი კვლავ ესპანეთის საკალათბურთო ლიგის ტურის ყველაზე ძვირფას მოთამაშედ დასახელდა. ამჯერად უკვე ნაცნობი მიღწევა რეკორდულად იქცა: მე-20 ტიტულმა მისცა მას ამ მაჩვენებლით ლეგენდარული არვიდას საბონისისთვის გასწრების საშუალება.
34 წლის ქართველი კალათბურთელის სარგებლიანობის ინდექსმა „ანდორასთან“ გასვლით მატჩში 37 შეადგინა: თამაშის დროს შერმადინმა 10 მოხსნა და ოთხი ბლოკ-შოტი შეასრულა.
კომენტარის დატოვება