როგორც საქართველოს ფიგურული ციგურაობის ფედერაცია იუწყება, დიანა დევისისა და გლებ სმოლკინის საცეკვაო დუეტი კვლავ საუკეთესოდაა აღიარებული. ამჯერად წყვილმა „ჩელენჯერის“ სერიის ტურნირი Budapest Trophy მოიგო. ვულოცავთ ჩემპიონებს და ვუსურვებთ შემდგომ წარმატებებს!
თავისუფალ ცეკვაში დუეტმა 116,63 ქულის მოპოვება მოახერხა, ჯამში კი ორი პროგრამის შედეგებით მათ 191,84 ქულა მიიღეს.
ტურნირის ფარგლებში მეორე ადგილი კანადის წარმომადგენლებმა დაიკავეს, მესამეზე კი – საფრანგეთმა.
კომენტარის დატოვება