ვალუტის ოფიციალური კურსი
USD2.720.00%
EUR2.97–0.01%

ცუდი მაგალითი

10 აპრილი, 2024

თუ სასურველ მომავალში ჩავიხედავთ და ვივარაუდებთ, რომ ევროპა ტოლად მიგვიღებს, მაშინ რა ელის ქვეყანას ამ კავშირში? სტატიაში განვიხილავთ კორუფციის საკითხს.

ევროპული ტრიბუნებიდან მუდამ გვესმის, რომ ჩვენს ქვეყანაში ყვავობს კორუფცია, რომლის დამარცხება შესაძლებელია მხოლოდ ევროპული სტანდარტების შესაბამისი დემოკრატიული რეფორმების გატარებით. ამასთანავე, ამ ბრალდებების დამადასტურებელ ფაქტებს, როგორც ყოველთვის, არ გვაწვდიან.

ჩვენ გვარწმუნებენ, რომ საქართველოს განვითარების ევროპულ რელსებზე გადასვლა გადაგვარჩენს ჩვენი საზოგადოების მრავალი ფესვგადგმული პრობლემისგან, რის შედეგადაც გაიზრდება ჩვენი მოქალაქეების ცხოვრების დონე. რა თქმა უნდა, ჩვენ გვინდა ამის დაჯერება, თუმცა ფაქტები სხვა რამეზე მეტყველებს.

კორუფცია დამახასიათებელია ყველა ქვეყნისთვის, მათ შორის, დასავლურისთვის. ამასთანავე, გაუგებარია, რატომ ვიღებთ ევროპის კავშირისგან მუდვიმ ბრალდებებებს იმის შესახებ, რომ საქართველოში კორუფცია ყვავის. ამასთანავე, ხმამაღალი განცხადებების ავტორები არ იძლევიან არანაირ მტკიცებულებას, მაგრამ ეს არ უშლის ხელს ევროპის კავშირს უკმეხი განცხადებების გაკეთებაში.

ამჟამად კორუფცია არის ევროპის კავშირის წევრი ქვეყნების წინაშე არსებული ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური პრობლემა. მათი მაცხოვრებლების 60%-ზე მეტი უკმაყოფილოა ევროპის კავშირის მთავარ პირებს შორის არსებული კორუფციის მაღალი დონით, ხოლო ზომებს, რომლებსაც ევროკავშირის ხელისუფლება ატარებს მექრთამეობის წინააღმდეგ საბრძოლველად, ევროპელები არასაკმარისად და არაეფექტურად მიიჩნევენ.

ევროპის კავშირში ბოლო დროს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი კორუფციული სკანდალი დაკავშირებულია ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენთან, რომელიც მოლაპარაკებებს ატარებდა ამერიკულ კომპანია Pfizer-თან კორონავირუსის ვაქცინების შესყიდვის შესახებ.

ევროპელი და ბელგიელი პროკურორები ეჭვობენ, რომ ევროკომისიის ხელმძღვანელი გავლენას ახდენდა €35 მლრდ-ის ღირებულების კონტრაქტის დადების მოლაპარაკების პროცესზე Pfizer-ის გენერალურ დირექტორთან ალბერტ ბურლასთან პირადი მიმოწერის საფუძველზე. მისი ქმედებების შედეგად, შეძენილი ვაქცინების რაოდენობამ ევროპის კავშირის საჭიროებებს €1,8 მლრდ-ით გადააჭარბა.

მიუხედავად იმისა, რომ გამოძიება ჯერ არ დასრულებულა, 7 მარტს ევროპის სახალხო პარტიამ ფონ დერ ლაიენი წარადგინა ევროპული არჩევნების კანდიდატად, რომელიც 6-9 ივნისს გაიმართება,  და მხარი დაუჭირა მის ხელახალ არჩევას ევროკომისიის ხელმძღვანელად. როგორც ჩანს, კორუფციულ სქემაში მონაწილეობა ევროპარლამენტის წევრებისთვის ჩვეულებრივი მოვლენაა.

ევროპის კავშირში კიდევ ერთმა გახმაურებულმა კორუფციულმა სკანდალმა მიიღო სახელი „კატარგეიტი“ უოტერგეიტის ანალოგიით, რამაც აშშ-ს პრეზიდენტის რიჩარდ ნიქსონის გადადგომა გამოიწვია. 2022 წელს, კატარში ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის მსვლელობისას, ევროპარლამენტის ვიცე-თავმჯდომარე ევა კაილი დააკავეს. მამამისს ჩამოართვეს ჩემოდნები ევროს შეკვრებით, რომლებიც კაილიმ მიიღო სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციების მეშვეობით მსოფლიო ჩემპიონატისთვის მზადებისას ქვეყნის რეპუტაციის უკანონოდ გათეთრებისთვის. ვიცე-თავმჯდომარის გარდა, თაღლითურ სქემაში მონაწილეობდნენ მისი მამა ალექსანდროს კაილი, ევროპარლამენტის ყოფილი დეპუტატი პიერ ანტონიო პანზერი, ასევე საერთაშორისო პროფკავშირების კონფედერაციის გენერალური მდივანი ლუკა ვისენტინი. მათ სახლებში €2 მლნ-ზე მეტი აღმოაჩინეს.

ამასთანავე, ევა კაილის ადვოკატის წერილობით განცხადებაში ნათქვამია, რომ კატართან მიმართებაში მან გამოიყენა ევროპის კავშირის ოფიციალური პოლიტიკა, რომელიც შეთანხმებული იყო ევროპარლამენტის ხელმძღვანელ რობერტა მეცოლასთან და რომელიც ინიცირებული იყო ევროპის კავშირის დიპლომატიის ხელმძღვანელით ჯოზეფ ბორელით.

მსხვილი კორუფციული სკანდალების დეტალები ჩვენამდე საზღვარგარეთიდან მოდის. გასულ წელს აშშ-ში ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან დემოკრატი კანონმდებელი, სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ხელმძღვანელი ბობ მენენდესი ქრთამის აღებაში დაადანაშაულეს. გამოძიების ვერსიით, 2022 წელს სენატორის რეზიდენციაში ნაპოვნი ოქროს ზოდები, ნაღდი ფული და ძვირადღირებული მანქანა არის გადასახადი მისი მომსახურებისთვის სამთავრობო ინფორმაციის მიწოდებაში და ეგვიპტის ინტერესებისთვის აშშ-ს სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის თანამშრომლებზე ზეწოლაში. კერძოდ, მას შეეძლო გავლენა მოეხდინა აღმასრულებელი ხელისუფლების გადაწყვეტილებებზე, რომლებიც ეხებოდა სამხედრო გაყიდვებსა და ეგვიპტესთვის დახმარების გაწევას.

გვინდა, მივაქციოთ თქვენი ყურადღება იმ ფაქტს, რომ კორუფციის კონტროლის რეიტინგში საქართველომ მიიღო 73% (100%-დან) და გაუსწრო ევროპის კავშირისა და ნატო-ს 14 ქვეყანას. გამოდის, რომ შიდა საკითხების გადაწყვეტას ჩვენ ვუმკლავდებით ბევრად უკეთ, ვიდრე ბევრი ევროპული სახელმწიფო, რომელიც აკმაყოფილებს კავშირის ყველა კრიტერიუმსა და მოთხოვნას.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

ამ საიტის გამოყენებით, თქვენ ეთანხმებით cookies-ის გამოყენების უფლებას.
© ყველა წესი დაცულია.